png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველო მოუთმენლად ელის სამიტის თამამ და მასშტაბურ შედეგებს, რაც მკვეთრად წასწევს წინ ჩვენს კოლექტიურ ამბიციას კლიმატის სფეროში - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 01.11.2021
  • 21:47
საქართველო მოუთმენლად ელის სამიტის თამამ და მასშტაბურ შედეგებს, რაც მკვეთრად წასწევს წინ ჩვენს კოლექტიურ ამბიციას კლიმატის სფეროში - ღარიბაშვილი

საქართველო მოუთმენლად ელის სამიტის თამამ და მასშტაბურ შედეგებს, რაც მკვეთრად წასწევს წინ ჩვენს კოლექტიურ ამბიციას კლიმატის სფეროში და დაგვეხმარება პანდემიიდან გამოსვლაში უფრო მწვანე, უფრო ძლიერი და მეტად უსაფრთხო შედეგებით, ვიდრე ოდესმე გვქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სურს კონვენციის ფარგლებში ყველაზე ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც მის პრეამბულაშია გაწერილი და ამგვარად მოახდინოს რეაგირება ამ უნიკალურად გლობალურ გამოწვევაზე.

„ნება მიბოძეთ აღვნიშნო, რომ ეს სამიტი კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენი ეროვნული და რეგიონული ინტერესებისთვის.ყველა ქვეყნის თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობა, სუვერენული თანასწორობა და ღირსება გაერთიანებული ერების ძირეული, ფუნდამენტური პრინციპებია.

საქართველოს სურს კონვენციის ფარგლებში ყველაზე ფართომასშტაბიანი თანამშრომლობის რეალიზების შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც მის პრეამბულაშია გაწერილი და ამგვარად მოახდინოს რეაგირება ამ უნიკალურად გლობალურ გამოწვევაზე.

საქართველო მადლობას უხდის სამიტის პრეზიდენტ ქვეყანას და ყველა ჩართულ მხარეს თანაგრძნობის სულისკვეთებისთვის და წინსვლის სურვილისთვის, რათა სამიტის დღის წესრიგით შემოთავაზებული წინადადებები შესრულდეს, მათ შორის თანაბარი გეოგრაფიული წარმომადგენლობის საკითხის დაკმაყოფილებით.

საქართველო მოუთმენლად ელის სამიტის პრეზიდენტ ქვეყანასთან და ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ამ საკითხების მოსაგვარებლად თანამშრომლობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის საფუძველზე. ამ ბრძოლაში არავინ უნდა გამოგვრჩეს.

საქართველო მოუთმენლად ელის წინამდებარე სამიტის თამამ და მასშტაბურ შედეგებს, რაც მკვეთრად წასწევს წინ ჩვენს კოლექტიურ ამბიციას კლიმატის სფეროში და დაგვეხმარება პანდემიიდან გამოსვლაში უფრო მწვანე, უფრო ძლიერი და მეტად უსაფრთხო შედეგებით, ვიდრე ოდესმე გვქონია. მომავალ თაობას ჩვენი იმედი აქვს და ჩვენ დანაპირები უნდა შევუსრულოთ“, - განაცხადა პრემირ-მინისტრმა.






გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge