png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 1 300-მდე საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს

  • მსოფლიო
  • 01.11.2021
  • 23:29
ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 1 300-მდე საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს

ისრაელის სამოქალაქო ადმინისტრაციის კომისიამ, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარება, დაამტკიცა გეგმა, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 1 300-მდე ერთეული საცხოვრებელი სახლის აშენებაზე. კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 170 ბინის მშენებლობის გეგმამ მიიღო ხელისუფლებისაგნ საბოლოო მხარდაჭერა, კიდევ 1133 ერთეული საცხოვრებელი სახლის აშენებაზე გაცემულია პირველადი ნებართვა. რამდენიმე დღით ადრე დამტკიცდა 1 800 ბინის მშენებლობა.

გერმანიამ, ბელგიამ, დანიამ, ირლანდიამ, ესპანეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა და შვედეთმა ოქტომბრის ბოლოს მწვავედ გააკრიტიკეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლების გაფართოვების გეგმა. 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა ერთობლივ განცხადებაში ისრაელის მთავრობას მოუწოდეს გაიწვიოს 3 000 ბინის მშენებლობის გადაწყვეტილება. ამ ტერიტორიაზე დასახლების განვითარების ისრაელის პოლიტიკა არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის მცდელობებს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გადაჭრის საქმეში, რომელიც ეფუძნება ორი სახელმწიფოს თანაარსებობას, - ნათქვამია დოკუმენტში.

გოლანის მაღლობებისა და აღმოსავლეთ იერუსალიმისგან განსხვავებით, რომლებიც ისრაელმა 1967 წელს არაბული სახელმწიფოების კოალიციის წინააღმდეგ ექვსდღიანი ომის შემდეგ დაიკავა და შემდეგ მათი ანექსია მოახდინა, დღმდე არ გაუვრცელებია თავისი სუვერენიტეტი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ებრაულ დასახლებაზე, სადაც 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამ ტერიტორიაზე ისრაელის მიერ საცხოვრებელი სახლების აშენება მიიჩნევა ერთ-ერთ საკვანძო დაბრკოლებად პალესტინა-ისრაელის მრავალწლიანი კონფლიქტის დარეგულირების საქმეში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge