png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი ოროზმანის ექსპედიციის გენერალური პარტნიორია

  • ბიზნესი
  • 02.11.2021
  • 15:51
 საქართველოს ბანკი ოროზმანის ექსპედიციის გენერალური პარტნიორია

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების, აღმოჩენების მხარდამჭერია. ბანკის გენერალური პარტნიორობით დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოროზმანში იმ ტერიტორიის შესწავლა გაგრძელდება, სადაც ჰომინიდების (პირველყოფილი ადამიანების) გავრცელების ახალი კერა გამოვლინდა. უნიკალური აღმოჩენა 1.8 მილიონი წლით თარიღდება, აღმოჩენილი არტეფაქტები კი ჰომინიდების ახალი ნიშანწყალია საქართველოში. 

ექსპედიციის შედეგად, ამ დროისთვის უკვე აღმოჩენილია 30-ზე მეტი არტეფაქტი, განამარხებული ცხოველები და იარაღები, რომლებსაც პრეისტორიული ადამიანი ნადირობისთვის, თუ საკვების დასამუშავებლად იყენებდა.

„ეს აღმოჩენა მოწმობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჰომო ერექტუსები უფრო ფართოდ და უფრო დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ განსახლებული, ვიდრე აქამდე გვეგონა. რაც ბევრ რამეს ცვლის. დღეს უკვე შეგვიძლია აღმოჩენის მნიშვნელობაზე იმ არტეფაქტებზე დაყრდნობით ვისაუბროთ, რომლებიც უკვე ნაპოვნია. ეს ძეგლი აღარ არის საქართველოს საკუთრება, ის მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლია. ოროზმანის აღმოჩენა არათუ უბრალოდ არქეოლოგიური ძეგლია, რომელიც წარსულის რაღაც მომენტზე ჰყვება, ის ადამიანის წინარე სახეობის აფრიკიდან გამოსვლასა და განსახლებაზე მოგვითხრობს. წინასწარი ვარაუდით, აღმოჩენა 1.77-1.84 მილიონი წლით თარიღდება. ეს დროის იგივე პერიოდია, რომელსაც დმანისის უფრო ადრინდელი „გმირები“ ზეზვა და მზია მიეკუთვნებიან ", -ამბობს გიორგი ბიძინაშვილი, საქართველოს  ეროვნული მუზეუმის მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელი.

“მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ  საქართველოსა და მსოფლიოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენაში, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. ოროზმანის ექსპედიცია დიდ სამეცნიერო ინტერესს იწვევს ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის, რადგან უძველესი ადამიანის ახალ კერას წარმოადგენს.  ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მკვლევარების ჯგუფი, რომელმაც ოროზმანის არქეოლოგიურ ლოკაციაზე ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა გააკეთა, გააგრძელებს ადამიანის ევოლუციის ისტორიის შესწავლას. ვართ ამაყები, რომ ვიღებთ მონაწილეობას საქმეში, რომელიც საქართველოს მსოფლიო რუკაზე მონიშნავს, როგორც ძალიან საინტერესო არქეოლოგიური აღმოჩენების ქვეყანას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge