png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მაგრამ მან ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 04.11.2021
  • 17:32
რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მაგრამ მან ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს - კახა კალაძე

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და მან ამ ყველაფრის გამო, პასუხი უნდა აგოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გააჩნია, რომლის შესახებაც არაერთხელ ისაუბრა.  

„ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ იქნა გაჟღერებული. როდესაც ადამიანს აქვს ძალიან მძიმე დანაშაულები, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს. რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა?! რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ ადამიანს, როდესაც ასეთი მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი - ადამიანი, რომელიც იყო მთავარი შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც აუბედურებდა, კლავდა, ოჯახები, ახალგაზრდები, გაანადგურა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს ხომ ძალიან ცუდი იყო და არავის მოგვწონდა?! ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას და ვერავინ უნდა გაბედოს თავისი ქვეყნის მოქალაქეების ჩაგვრა, ძალადობა და მსგავსი დამოკიდებულება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.      

რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკაში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, კახა კალაძე პასუხობს, რომ როგორც კი ამის საჭიროება გაჩნდება, პენიტენციური სისტემა ისევე იმოქმედებს, როგორც ეს სხვა პატიმრების შემთხვევაში ხდება.  

„ძალიან ბევრი განცხადება მაქვს გაკეთებული ამასთან დაკავშირებით. ძალიან მარტივად არის საქმე - თუ რაიმე აუცილებლობა იქნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება მძიმე, როგორც სხვა პატიმრებთან მიმართებაში, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge