png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

აუცილებელი არაა მეგობრები ვიყოთ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია - კახა კალაძე ოპოზიციაზე

  • პოლიტიკა
  • 04.11.2021
  • 19:26
აუცილებელი არაა მეგობრები ვიყოთ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია - კახა კალაძე ოპოზიციაზე

„არ მინდა საზოგადოებისა და თბილისელების დაყოფა - ჩემიანებად და არაჩემიანებად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე - რას ფიქრობს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა, ისურვებდა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი პოლემიკა არსებობდეს.

„ოპოზიციის გადასაწყვეტია აქციების გამართვა და საკუთარი შეხედულებების სხვადასხვანაირად გამოხატვა. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ჩვენ შეგვძლებოდა ჯანსაღი პოლემიკა, დებატები სხვადასხვა საკითხზე. მე პირადად მზად ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა ამ ქალაქისა და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ნამდვილად არ მინდა საზოგადოების და თბილისელების დაყოფა - ჩემიანებად და არაჩემიანებად. მე ვარ ყველას მერი. ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ამ ქალაქის აღმშენებლობა და განვითარება შეუქცევადი პროცესი იყოს, რაც ყველასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოპოზიციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზადყოფნას, რადგან მისივე თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა ქვეყნისთვის და ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანია.

„მზად ვარ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის, იმ ადამიანებთან, რომლებიც თბილისის საკრებულოში არიან წარმოდგენილნი. მოვიდნენ, დავსხდეთ, ვისაუბროთ. მხოლოდ ჩვენ კი არ ვიცით ამ ქალაქის პრობლემები. შეიძლება რაღაც შეგვეშალოს, გამოგვრჩეს. შესაბამისად, თანამშრომლობა საჭიროა. აუცილებელი არაა მეგობრები ვიყოთ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოებისთვის და ზოგადად, ამ ქალაქის განვითარებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge