png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

იცით რა არის "საბურავების სასტუმრო"?

  • ეკონომიკა
  • 05.11.2021
  • 14:14
იცით რა არის "საბურავების სასტუმრო"?

როგორც კი ოდნავ აცივდება, მაშინვე ზამთრის ავკარგიანობაზე იწყება ფიქრი. ამ კუთხით ყველას თავისი საზრუნავი აქვს - დიასახლისები ზამთრის მარაგის შენახვაზე ფიქრობენ, ბავშვები თოვლის ბაბუაზე და ახალ წელზე, ახალგაზრდები თოვლიან კურორტებზე, ხოლო რაც შეგვეხება მე და ჩემს ავტომობილიან მეგობრებს, რა თქმა უნდა, მანქანის ზამთრისთვის მოსამზადებელ პროცედურებს განვიხილავთ. ლუდის თანხლებით ერთმანეთს ავტო-პრობლემებს ვუზიარებთ და გულუხვად ვარიგებთ რჩევებს, ჩვენთვის საჭირო პროდუქტების შესახებ.

ბოლო შეხვედრისას ანტიფრიზზე და საბურავზე ვისაუბრეთ, რადგან ოთხივე შევთახმდით, რომ აკუმულატორები მწყობრში გვქონდა. ეს კი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ქართული, მკაცრი ზამთრისთვის. ანტიფრიზის ჩასხმის გადაწყვეტილების შემდეგ საბურავების თემას მივადექით.

ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, ამბობს:

- "საბურავების სეზონური ცვლილება საკმაოდ მარტივი მექანიზმია. მიდიხარ სერვისცენტრში, იხდი თანხას, პერსონალი გიცვლის საბურავს..."

- "კიბატონო, თეორიულად ასეა" - ვაწყვეტინებ მე - "მაგრამ, სერვისცენტრიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე ფიქრობ, რომ რაღაც ისე არ არის, თითქოს იქ რაღაც ისეთი დატოვე, რაც მომავალშიც გამოგადგებოდა. ამ დროს გონება გინათდება - რა თქმა უნდა! დაგრჩა ზაფხულის საბურავები, რომლებიც რამდენიმე წუთის წინ შეცვალე."

ბრუნდები სერვისცენტრში და ვაივაგლახით „ტენი“ საზაფხულოებს საბარგულში, სადაც ერთი სათადარიგო ისედაც გიდევს. მერე მოდიხარ სახლში და საბურავების ამოწყობაზე წვალობ, პარალელურად კი მათ ახალ ადგილსამყოფელზე ფიქრობ. მოკლედ ფიზიკურ და გონებრივ ტანჯვაში ატარებ მთელ საღამოს.

ამბავი დავასრულე თუ არა, გვერდიდან ჩემმა კიდევ ერთმა მეგობარმა წამოჰყო თავი, რომელმაც თვალებანთებულმა დაიწყო თავისი საბურავების ისტორიის მოყოლა.

ჩემგან განსხვავებით, მას საზაფხულოების წამოღებაზე პრობლემა არ შექმნია, რადგან საკუთარი ჯიპით, საკმაოდ კომფორტულად მიიტანა ისინი სახლამდე. შემდეგ მარტივად დაალაგა ავტოფარეხში, სადაც მთელი ზამთარი ინახავდა. მოკლედ, ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ეს ისტორიაც ნამდვილ დრამად იქცა. როდესაც მარტის ქარიან ამინდში, მან საბურავების სეზონური შეცვლა დააპირა, აღმოაჩინა, რომ ფარეხში შენახულ საბურავებს დეფორმაცია ჰქონდათ მიღებული და გარედან, მღრღნელების მიერ დანატოვარი ნიშნებიც ეტყობოდათ. მოკლედ რომ ვთქვათ, სამწუხაროდ, ახალი საბურავების ყიდვა გახდა საჭირო, რაც გაუთვალისწინებელი ხარჯი აღმოჩნდა.

კიდევ რამდენიმე წუთი საბურავების ირგვლივ ვტრიალებდით. ვიხსენებდით ისტორიებს და ვწუწუნებდით იმაზე თუ როგორი რთულია საბურავების შენახვა სახლის პირობებში, რომ მათ თავისი შენახვის წესი აქვთ. ბოლოს იმ აბსურდულ თეორიამდეც მივედით, რომ საბურავების სეზონურ შეცვლას დიდი არაფერი სხვაობა მოაქვს და ჯობია, რომ ორივე სეზონი ერთი და იგივე საბურავით გავატაროთ.

თითქმის ნახევარ საათიანი განხილვის შემდეგ, ჩვენმა მეგობარმა, რომელსაც საუბრის დასაწყისში აზრის ბოლომდე თქმა არ ვაცადეთ, გაგვაჩერა და ორი ჯადოსნური სიტყვისაგან შემდგარი წინადადებით დაასრულა ის, რის თქმასაც თავიდანვე აპირებდა - "საბურავების სასტუმრო."

შემდეგი რამდენიმე წუთის მანძილზე გვიხსნიდა, რომ თურმე თბილისში "თეგეტა მოტორსს" ჰქონია "საბურავების სასტუმრო", სადაც ნებისმიერი ტიპის საბურავის შენახვა შეგვეძლო. აქ ერთი ცალი 15-იანი საბურავის შენახვა, ერთი თვე 6 ლარი დაგვიჯდებოდა, ხოლო 16-იანის და მის ზემოთ, კი - 7 ლარი. ფაქტობრივად, ერთი ლანჩის ფასად ვინახავდით საბურავს, რომელიც ჩვენი დაუდევრობის გამო ათმაგი გვიჯდებოდა.

მეორე დღესვე ჩავჯექი ავტომობილში და ჩემი 1 წლის ზაფხულის საბურავები გამოსაზამთრებლად "თეგეტა მოტორსში" დავტოვე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge