png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.11.2021
  • 20:35
გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის წევრობაზე - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ყველა სტრატეგიული საგარეო პოლიტიკური მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დღეს ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანაა.

"ჩვენი ხელისუფლების სწორი და პასუხისმგებლიანი ნაბიჯებითა და რეფორმებით უკვე მივაღწიეთ ხელშესახებ წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე - ჩემთვის დიდი პატივი იყო 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, რომელსაც მე მოვაწერე ხელი, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც არსებითია ევროკავშირთან ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. ასევე, 2015 წელს მთავრობამ წარმატებით დაასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, ყველა ვალდებულება შევასრულეთ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა სარგებლობს უვიზო რეჟიმით. დღეს ევროკავშირთან გვაკავშირებს თანამშრომლობის უმაღლესი სტრატეგიული ფორმატები; ევროპელი სახელმწიფოებისთვის მოვიაზრებით რეგიონში, როგორც სანდო და საიმედო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, 2024 წელს განაცხადი გავაკეთოთ ოფიციალურად ევროკავშირის წევრობაზე. რა თქმა უნდა, თქვენი, დიპლომატების როლი ამ პროცესშიც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge