png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მივმართავთ ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, არ დაუშვან საბედისწერო შეცდომა, გადაარჩინონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე - ოპერის მომღერლები

  • საზოგადოება
  • 06.11.2021
  • 19:03
მივმართავთ ყველას, ვისაც ეს ხელეწიფება, არ დაუშვან საბედისწერო შეცდომა, გადაარჩინონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე - ოპერის მომღერლები

მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს და ყველა იმ ოფიციალურ პირს, ვისაც ეს ხელეწიფება, გულწრფელი თხოვნით, შეცვალონ სიტუაცია და არ დაუშვან საბედისწერო შეცდომა, გამოიჩინონ ჰუმანიზმი, ელემენტარული ადამიანობა და გადაარჩინონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე, -  ოპერის ვარსკვლავები გიორგი გაგნიძე და შალვა მუქერია მიმართვას ავრცელებენ.

"დიდი ტკივილით ვადევნებთ თვალყურს იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ქვეყნის, რომელშიც ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ. ჩვენი სახელმწიფოს ბედი დღეს დამოკიდებულია ჩვენს ქმედებებზე და სიტყვებზე.

ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ვართ მუსიკოსები, მაგრამ, წარმოვადგენთ საქართველოს მსოფლიოს საოპერო სცენებზე. დღეს კი, როგორც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს და ყველა იმ ოფიციალურ პირს, ვისაც ეს ხელეწიფება, გულწრფელი თხოვნით, შეცვალონ სიტუაცია და არ დაუშვან საბედისწერო შეცდომა, გამოიჩინონ ჰუმანიზმი, ელემენტარული ადამიანობა და გადაარჩინონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე. ადამიანის ფუნდამენტური უფლება არის სიცოცხლის უფლება და თუ ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, მაშინ არ გვაქვს უფლება მივიჩნიოთ თავი ადამიანებად.

მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი კვალიფიცირებულ საავადმყოფოში. მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს! მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდგომ უნდა გამოცხადდეს ღია სასამართლოს წინაშე და აუხსნას თავის ხალხს ყველა ის ქმედება, რაშიც მას ადანაშაულებენ. უფრო მეტიც, თავად მიხეილ სააკაშვილი ითხოვს ღია სასამართლო პროცესის ჩატარებას.

ჩვენ მიგვაჩნია აუცილებელად მისთვის ასეთი შესაძლებლობის მიცემა. ჩვენ ყველას გვჭირდება მისი მოსმენა, - ნათქვამია მიმართვაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge