png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საპროტესტო აქციის მონაწილე ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა - ენმ

  • პოლიტიკა
  • 07.11.2021
  • 00:54
საპროტესტო აქციის მონაწილე ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა - ენმ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსთავის ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, აქციის მონაწილე ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რუსთავში, მშვიდობიანი პროტესტის მონაწილის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს. სამწუხაროდ, ქართული ოცნება ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობის უმცირეს ნაწილსაც კი რასაც უნდა გრძნობდეს ქვეყნის ხელისუფლება.

მმართველი გუნდის ყველა ქმედება, ყველა ნაბიჯი, განპირობებულია ზიზღის, ბოროტების და შურისძიების ვიწრო პარტიული, დანაშულებრივი მოტივებით. დღეს, პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ხელი შეეშალა რუსთავში, ციხესთან გამართული პროტესტის ორგანიზებაში.

პოლიციის უკანონო ქმედებებმა და აქციის განლაგების შესახებ მათმა ულტიმატუმებმა გამოიწვია მასობრივი პროტესტისთვის სივრცის შეზღუდვა. ამას დაემატა ის რომ ადგილზე არ იყო მობილიზებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების არც ერთი ბრიგადა.

სამწუხაროდ მსგავსმა მიდგომამ გამოიღო ფატალური შედეგი და სწრაფი სამედიცინო დახმარების ვერ აღმოჩენის გამო, ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად გარდაიცვალა საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას მცირედით მაინც გაიაზროს ხელისუფლებაში ყოფნის პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს პროტესტის მონაწილეების ჯანმრთლობის და სიცოცხლის უფლება", - წერს ნაციონალური მოძრაობა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge