png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში - ნიკოლოზ ყოფშიძე სააკაშვილზე

  • საზოგადოება
  • 07.11.2021
  • 18:52
მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში - ნიკოლოზ ყოფშიძე სააკაშვილზე

"მოვუწოდებთ კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ რაც შეიძლება სწრაფად" - ეს განცხადება რამდენიმე წუთსი წინ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გააკეთა, რომელიც რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტს 3 საათის განმავლობაში ხვდებოდა.

ყიფშიძე ამბობს, რომ უკვე დღეებზე აღარ არის საუბარი და მდგომარეობა კრიტიკულია. ​ჟურნალისტის კითხვაზე თუკი დარჩება ის ციხეში რა ელის მას, ექიმი პასუხობს - სიკვდილი.

"მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს მხნედ, პრობლემები არ აქვს მეხსიერებასთან დაკავშირებით, მაგრამ სამაგიეროდ მაქვს ცუდი ნიუსები თქვენთვის. მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა: წამლების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე და არ უნდა არაფრის გაკეთება ამ დაწესებულებაში. მედიკოსების ჩარევა არ არის ახლა ისეთი მნიშვნელოვანი, ეს იყო ადრე დაგეგმილი ვიზიტი. ბატონმა პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, მიღებაზე ყველა წამლის, რომელიც უზრუნველყოფდა მის სიცოცხლეს.

თავის ტკივილი ამ წუთში არაფერს ნიშნავს, ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული.  პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, მიღებაზე იმ მინერალების და წამლის, რომელიც უზრუნველყოფდა მის ნორმალურ ყოფნას. ეს არის ტრაგედია იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველსაათში.  მე ვთხოვ პირველი კოსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ და გადავწყვიტოთ რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში, არა დღე არ იქნება.  დაუყონებლივ საჭიროებს კონსილიუმის მოწვევა და ამ საკითხის გადაწყვეტას",- ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.





გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge