png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ივანიშვილის რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება, ეს არ მოხდება. ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 07.11.2021
  • 21:23
ივანიშვილის რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება, ეს არ მოხდება. ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას - ნიკა მელია

ივანიშვილის რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება, ეს არ მოხდება. ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას,  - განაცხადა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე და 8 ნოემბერს, 20 საათზე თავისუფლების მოედანზე აქცია დააანონსა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა და ხელისუფლებამ  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანა.

"ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება...

მინდა განვაცხადო და პირობა დავდო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, ეს არ მოხდება. ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას, დიახ, მე მიმაჩნია ქვეყნის ღირსება ვერ იქნება დაცული თუ ჩვენ ახლა უკვე მეორედ, მეორე საქართველოს პრეზიდენტს მოვკლავთ...

დღეს სწორედ სააკაშვილის ტყვეობა არის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე - დასავლეთი თუ რუსეთი. დასავლური საქართველო ითხოვს სააკაშვილის თავისუფლებას, რუსული საქართველო კი, ვხედავთ, ბედნიერია მისი ტყვეობით და მის სიკვდილს ელოდება...

სწორედ ამიტომ, დიახ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენაზე დღეს გადის ჩვენი ისტორიული არჩევანის ხაზი - ვირჩევთ დასავლეთს თუ რუსეთს...

ჩვენი ბრძოლა არის საბოლოო და გადამწყვეტი. ჩვენ სხვა უფლება გარდა გამარჯვებისა აღარ გვაქვს - ყველა ხაზი გადალახულია და არის რისკი იმისა, რომ ავტორიტარულ ბანანის რესპუბლიკას დავემსგავსოთ, რომელიც სიღარიბეში იხრჩობა და რუსეთის უბრალო ვასალი და ნების შემსრულებელია...

ყველანი, ხვალ, თავისუფლების მოედანზე! 8 ნოემბერს, 8 საათზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან დავიწყოთ! - თქვა ნიკა მელიამ.


გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge