მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი - პენიტენციური სამსახური
- საზოგადოება
- 08.11.2021
- 19:01
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი - განცხადებას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით" - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200