png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კრწანისის ტყე-პარკში "Post Europe" - ის ეგიდით შექმნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა

  • საზოგადოება
  • 09.11.2021
  • 12:11
კრწანისის ტყე-პარკში "Post Europe" - ის ეგიდით შექმნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია გაიმართა

ოქტომბრიდან მიმოქცევაშია ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების "Post Europe" - ის ეგიდით შექმნილი საფოსტო მარკა, რომელზეც გამოსახულია გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და  ბექობის არწივი. მარკის საჯარო პრეზენტაცია კრწანისის ტყე-პარკში მოეწყო, რომლის ფარგლებშიც დაირგო 150 ერთეული საკმლის ნერგი, ასევე მოეწყო “National Geographic” - ის ორგანიზებული ფოტოგამოფენა. პრეზენტაციას ორგანიზება გაუწია კომპანია „საქართველოს ფოსტამ“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, აგრეთვე სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, სს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, აგრეთვე, სპეციალურად ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვია „Post Europ“- ის  წარმომადგენელი მაირე ლოდი.

"Post Europe" - ი აქციას, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების მიპყრობა გადაშენების პირას მყოფი მცენარეების მიმართ, 2012 წლიდან ახორციელებს. ინფორმაცია საქართველოს მარკის შესახებ ევროპის მასშტაბით გავრცელდება, შედეგად, გაიზრდება იმ აუდიტორიის რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ ინფორმაციას საქართველოში არსებული ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლების შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციის ფარგლებში, კრწანისის ტყე-პარკში 150 ძირი საკმლის ხის ნერგი დაირგო. შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე იშვიათი ადგილობრივი ჯიშის ხის კორომი გაშენდება.

მარკის ავტორია გიორგი მამულაშვილი. მარკა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან არის მიმოქცევაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge