png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ხვალ, 11:00 საათზე აქციები გაიმართება იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 09.11.2021
  • 19:48
ხვალ, 11:00 საათზე აქციები გაიმართება იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ოპოზიცია ხვალ თბილისში რამდენიმე აქციას გამართავს. მისი თქმით, აქციები 11:00 საათზე გაიმართება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან.

„ხვალ დილიდან 11:00 საათზე ერთრდოულად სამ ადგილას გაიმართება აქცია. იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან, სადაც მთელი სიბოროტეა და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია, ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, იქნება მეოთხე ადგილასაც აქცია, რომელსაც ახლა განგებ არ დავასახელებ. ყოველდღე შევეგუოთ, რომ ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი გამარჯვებები. დილიდან ენერგია უნდა გამოვაცალოთ რეჟიმს და არა ღამისთევებით რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. აპრობირებული მეთოდია ბრძოლის გაშლის სხვადასხვა ფრონტზე.  წუწუნის დრო არ არის, ბრძოლის დროა. ყოველ დღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება. გეგმებს შეგატყობინებთ ხოლმე რამდენიმე წერტილთან მიმართებაში. ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ დავასახელებ და იმტვრიონ თავი „ქართული ოცნების“ სპეცდანიშნულების რაზმებმა, თუ პოლიციის უფროსებმა. ძალღონე უნდა მოვიკრიბოთ. გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს. გვახსოვდეს, რომ ადამიანი მე-40 დღეა, შიმშილობს და სახლში ჯდომის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ღამის თენება არ არის აუცილებელი, მაგრამ დილიდან მთელ თბილისში გაშლა ამ პროტესტის ხვალიდან მოხდება.

ხვალ თუ რამე არ შეიცვლება, იცით, რომ 13:00 საათზე გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო. წესით და რიგით უნდა გადმოიყვანონ საქალაქო სასამართლოში. 11:00 საათიანი აქციების შემდეგ, როდესაც დადასტურდება, რომ სასამართლო იქნება 13:00 საათზე, ყველანი გადავალთ დიღომში და დამატებით ადამიანები შემოგვიერთდებიან საქალაქო სასამართლოს ეზოში. იქ უნდა ვიყოთ ბევრნი, მაგრამ მშვიდი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge