primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირების საკითხი შეაჩერა

  • პოლიტიკა
  • 10.02.2016
  • 12:35
საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დაარეგისტრირების საკითხი შეაჩერა

2016 წლის 9 თებერვალს 15 საათსა და 32 წუთზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა ეთერ გადაბაძის განცხადება, რომლითაც მოქალაქემ მოითხოვა, რომ მის მიერ 5თებერვალს სასამართლოში შეტანილი დავისა და სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, შპს „სტუდიამაესტროს" დირექტორის ცვლილება არ განხორციელდეს და ასეთი ცვლილების შესახებ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოებაშეჩერდეს. განცხადებას თან ახლდა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე 5 თებერვალს სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დამადასტურებელიდოკუმენტი. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, ე. გადაბაძის მიერ სასამართლოში მოთხოვნილია, რომ დავის გადაწყვეტამდე აიკრძალოს შპს „სტუდია მაესტროს" 2016წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმის რეგისტრაცია დირექტორის თანამდებობიდან ე. გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად ლ.გაჩეჩილაძისდანიშვნის ნაწილში.

ეთერ გადაბაძის განცხადება შეფასებულ იქნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის №4 ბრძანების მე-14 მუხლის მე-194 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით და მიღებულ იქნაგადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, რომლის განმავლობაშიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარედგინოსსასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ე. გადაბაძის მიერმოთხოვნილი აკრძალვის რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი.

ლევან გაჩეჩილაძის მიერ, 2016 წლის 9 თებერვალს, 17 საათსა და 59 წუთზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადება შპს „სტუდიამაესტროს" დირექტორის ეთერ გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ. განცხადებას თან ახლდა კანონმდებლობითგათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი.

შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლ. გაჩეჩილაძის მიერ წარდგენილ იქნა მოთხოვნა, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება ე. გადაბაძის განცხადებისმოთხოვნას. 

„საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისირეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისშინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილებასარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ.

კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამეწარმეო რეესტრში ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირების თაობაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება წარმოებისშეჩერების შესახებ, ე. გადაბაძის ზემოხსენებულ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge