png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროკავშირი, მიგრაციული კრიზისის გამო ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

  • მსოფლიო
  • 10.11.2021
  • 14:26
ევროკავშირი, მიგრაციული კრიზისის გამო  ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

ევროკავშირი უკვე მომდევნო კვირას გეგმავს  პოლონეთის საზღვართან შექმნილი მიგრაციული კრიზისის გამო ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს. იუწყება Politico.

როგრც გამოცემას წყარომ განუცხადა, ახალი სანქციები, შესაძლოა, დამტკიცდეს მომდევნო ორშაბათს ევროკაშირის საგარეო სამქეთა მინისტრების შეხვედრაზე. წყაროს ინფორმაციით, ევროკავშირი ბელარუსიდან მიგრანტების ნაკადის შეჩერების მიზნით, ცდილობს ზეწოლა მოახდინოს ავიაკომპანიებსა და თანამდებობის პირებზე, რომლებიც არალეგალ მიგრანტებს მშობლიური ქვეყნების დატოვებასა და ევროკავშირის საზღვრებთან ჩასვლაში ეხმარებიან.

წყაროს თქმით, მომავალ კვირას ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესების სამართლებრივი საფუძვლისთვის, შესაძლოა, დაემატოს კატეგორა „ადამიანებით ვაჭრობა“.

გამოცემის წყარო ამბობს, რომ სანქციები დიდ დარტყმას მიაყენებს ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია „ბელავიას“. ამასთან, სანქციების ქვეშ, შესალოა, მოექცნენ სხა ავიაკომპანიებიც, რომლებიც მინსკში რეისებს ასრულებენ, მათ შორის რუსული ავიაკომპანიები „აეროფლოტი“,Utair-ი დაNordwind Airlines-ი, ასევე Turkish Airlines-ი და FlyDubai.

8 ნოემბერს ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან და აფრიკიდან ლტოლვილების ჯგუფები ბელარუსისა და პოლონეთის საზღვრისკენ გაემართნენ. უწყებაში ამბობდნენ, რომ პოლონეთის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. პოლონეთის მიერ აღმართული მავთულხლართების წინ 2 ათასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის ქალები და ბავშვები. პოლონელი მესაზღვრეები მათ არ უშვებდნენ, მიგრანტები კი პოლონეთის ტერიტორიაზე ძალით შეღწევას ცდილობდნენ. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიგრაბტები ძალის გამოყენებით პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ. პოლონეთში შეღწევა მიგრანტების რამდენიმე ჯგუფმა მოახერხა,  რომლებიც პოლონელმა მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს.

ბოლო რამდენიმე კვირაა, ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის ზრდის შესახებ საუბრობენ და მიგრაციული კრიზისის შექმნაში ბელარუსს ადანაშაულებენ. შექმნილი სიტუაციის გამო პოლონეთის პრეზიდენტმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საზღვრის დასაცავად, ადგილზე იმყოფებიან სამხედრო დანაყოფებები, პოლიცია და სპეცრაზმის ჯგუფები.

ლუკაშენკამ განახადა, რომ მინსკი აღარ აპირებს შეაჩეროს  არალეგალი მიგრანტები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ. ლუკაშენკას თქმით, დასავლეთის სანქციების გამო ამისთვის აღარ დარჩა აღარც ფული და აღარც ძალა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge