png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ისე დარბის პირველიდან მეოთხე სართულამდე, აშკარად ჩანს, მას ჯანმრთელობის არავითარი სერიოზული პრობლემა არ აქვს - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

  • პოლიტიკა
  • 10.11.2021
  • 22:37
ისე დარბის პირველიდან მეოთხე სართულამდე, აშკარად ჩანს, მას ჯანმრთელობის არავითარი სერიოზული პრობლემა არ აქვს - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

ისე დარბის პირველიდან მეოთხე სართულამდე, რომ აშკარად ჩანს რომ მას ჯანმრთელობის არავითარი რაიმე სერიოზული პრობლემა არ აქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე "ღამის კურიერში" განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერ სამოქალაქო საავადმყოფოში უსაფრთხოების ხარისხი ბევრად დაბალია და თუ საჭიროება არ არსებობს, დაუშვებელია სამედიცინო პერსონალს ან სპეცრაზმს  ზედმეტი პრობლემები შეექმნას.

"ყველას უსაფრთხოების დაცვა. მათ შორის, წარმოიდგინეთ სამოქალაქო საავადმყოფო, სადაც დაცულობის ხარისხი არის ბევრად უფრო დაბალი, ძალიან დაბალი. უფრო მეტიც, იქნება ეს თბილისში, გორში თუ ნებისმიერ სხვა ლოკაციაზე. უსაფრთხოების ხარისხი არის ბევრად უფრო დაბალი. ბუნებრივია, ამის საჭიროება და აუცილებლობა თუ არ არსებობს, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, დაუშვებელია, რომ საავადმყოფოს პერსონალის, ექიმების, პაციენტების, სპეცნაზის და ყველას უსაფრთხოებას შეექმნას ჭარბი პრობლემა. ეს არ უნდა იყოს დაშვებული ვიღაცის ახირების გამო. ისე დარბის პირველიდან მეოთხე სართულამდე, რომ აშკარად ჩანს რომ მას ჯანმრთელობის არავითარი რაიმე სერიოზული პრობლემა არ აქვს. არ შიმშილობდა ეს კაცი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. აქედან გამომდინარე, თავი დაანებონ სპეკულაციებს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი ერთადერთი ამოცანა არის ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge