primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ინტელექტუალურ- გასართობი თამაში, „კითხვა პასუხია“ გაიმართება

  • ეკონომიკა
  • 11.11.2021
  • 11:36
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ინტელექტუალურ- გასართობი თამაში, „კითხვა პასუხია“ გაიმართება

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პარტნიორობის ფარგლებში,  26 ნოემბრიდან მასშტაბური ინტელექტუალურ-გასართობი თამაში, „კითხვა პასუხია“ დაიწყება. თამაში ორ კვირას გაგრძელდება. სამუშაო დღეებში, მოთამაშეებს, ონლაინ დავალებების შესრულება მოუწევთ. ხოლო შაბათ-კვირას, სათამაშოდ თბილისის ქუჩებში გადაინაცვლებენ.
ნებისმიერი ასაკისა თუ ლიტერატურული გემოვნების მქონე ადამიანისთვის განკუთვნილი თამაში, მოიცავს როგორც ონლაინ, ისე გარე სივრცეში ამოსახსნელ თავსატეხებს, რომლებიც თბილისის მასშტაბით, თემატური მინიშნებებით იქნება გაბნეული. მოთამაშეებს კი მათი პოვნა და გაშიფვრა მოუწევთ.
მოთამაშეები დავალებებს სპეციალურად შექმნილ ონლაინპლატფორმა https://question.ge/-ზე მიიღებენ. პასუხების დაფიქსირებაც აქვე იქნება შესაძლებელი.
გამოცანები „ვეფხისტყაოსნის“ 16 მარცვლიანი ლექსის ფორმითაა შედგენილი,  ვიზუალურად კი გრაფიკული ნოველის/კომიქსის სტილისტიკით გადმოცემული. მოთამაშეები გამოცანებს ეტაპობრივად, ყოველი დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ მიიღებენ. ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ კი, დასრულებული სიუჟეტის მქონე კომიქსი შედგება.
თამაშის  მოკლე სიუჟეტი ასეთია: თბილისში - წიგნის მსოფლიო დედაქალაქში, მსოფლიო ლიტერატურის პერსონაჟები ჩამოდიან. მათ აქ კომიქსის მთავარი გმირი, ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი ხვდება, რომელიც ნამდვილ და ალტერნატიულ თბილისში, დაკარგულ სატრფოს ეძებს. მოთამაშეები მას თავსატეხებით სავსე თავგადასავალში მიჰყვებიან და საყვარელი ადამიანის დაბრუნებაში ეხმარებიან, გზად კი თბილისის სტუმარ პერსონაჟებს ხვდებიან.
გამარჯვებული იქნება ის მოთამაშე, რომელიც ყველა თავსატეხს ყველაზე ნაკლებ დროში ამოხსნის. სამი საუკეთესო დროის მაჩვენებელ მოთამაშეს, ფულადი პრემია გადაეცემა: პირველი ადგილი - 5000 ლარი; მეორე ადგილი - 3000 ლარი; მესამე ადგილი - 2000 ლარი.
თამაშში გამოყენებული ყველა დავალება უნიკალურია და შექმნილია „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქისთვის“. თამაშის ავტორი დავით ბაბიაშვილია, მხატვარი კი - ირაკლი თოიძე.
ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
  • 20:42
მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას სულის საოხად პანაშვიდი აღავლინა - საპატრიარქო
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
  • 17:24
„გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
  • 00:01
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
  • 23:48
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge