primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

ვფიქრობ, 2008 წლის ომის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ არავინ ჩაერევა ომში საქართველოს დასაცავად - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 12.11.2021
  • 11:23
ვფიქრობ, 2008 წლის ომის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ არავინ ჩაერევა ომში საქართველოს დასაცავად - სალომე ზურაბიშვილი

ვფიქრობ, 2008 წლის ომის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ არავინ ჩაერევა ომში საქართველოს დასაცავად. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ომის დროს და ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს მთავარი გამარჯვება მისი ევროპული ორიენტაციის შენარჩუნებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარიზის მშვიდობის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე, „საერთაშორისო თანამშრომლობის შენარჩუნება მშვიდობიანი მომავლისთვის“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა პანელის მოდერატორის კითხვას, როგორ უნდა ითამაშოს საქართველომ თავისი როლი თავისი სუვერენიტეტის, უშიშროებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ერთადერთი პერსპექტივა ევროპასთან სიახლოვეა, უფრო ანგაჟირებულ ევროპასთან, ევროპასთან, რომელიც აცნობიერებს, რომ დღეს რუსეთი იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის ნეგატიურ ძალებს.

„ვფიქრობ, 2008 წლის ომის შემდეგ, ცხადი გახდა, რომ არავინ ჩაერევა ომში საქართველოს დასაცავად. მიუხედავად ძალთა უთანასწორობისა, ომის დროს და ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს მთავარი გამარჯვება მისი ევროპული ორიენტაციის შენარჩუნებაა. თუ რუსეთის მიზანი ამ ტერიტორიების ოკუპაციით და საქართველოში სამხედრო შემოჭრით საქართველოსთვის მისი სტრატეგიული არჩევნების გაკეთებაში ხელის შეშლა იყო, ეს შედეგი მან ვერ მიიღო. როგორც აღვნიშნე, ერთადერთი პერსპექტივა ევროპასთან სიახლოვეა, უფრო ანგაჟირებულ ევროპასთან, ევროპასთან, რომელიც აცნობიერებს, რომ დღეს რუსეთი იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის ნეგატიურ ძალებს.

ხვალინდელ მსოფლიოში ევროკავშირს სხვა შესაძლებლობები და ძალაუფლების სხვა ბერკეტები აქვს, ისეთი როგორიცაა, ტექნოლოგიური ინოვაციები, ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, ადამიანური რესურსები დამყარებული წარმოების ინიციატივებზე, თავისუფლებებზე, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მომავალში დადგება გათანაბრების დრო, რადგან მხოლოდ სუფთა ძალა არ არის საკმარისი, საჭიროა მოლაპარაკება. დღემდე ევროპამ დიალოგს მიანიჭა უპირატესობა და ხშირად ეს არის სუსტის დიალოგი ძლიერთან. საჭიროა, ზუსტად ვიცოდეთ, რა გვინდა ამ დიალოგისგან, საჭიროა დიალოგიდან ნამდვილ მოლაპარაკებებზე გადასვლა წითელი ხაზების, ინტერესების, სიძლიერეების და სისუსტეების გათვალისწინებით. ამ მძიმე, მაგრამ გათანაბრებულ და სამართლიან მოლაპარაკებებში ჩვენ ვართ ევროპასთან, არასდროს ევროპის გარეშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge