primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 აგვისტო, 2026, ოთხშაბათი
primenewsgeorgia.ge

რატომ ჯდება მეორეული საბურავი უფრო ძვირი, ვიდრე ახალი?!

  • საზოგადოება
  • 12.11.2021
  • 18:06
რატომ ჯდება მეორეული საბურავი უფრო ძვირი, ვიდრე ახალი?!

როგორ წარმოგიდგენიათ იაროთ ზაფხულში თბილი, მაღალყელიანი ფეხსაცმლით, ზამთარში კი ღია სანდლები მოირგოთ?! გეთანხმებით, თითქმის წარმოუდგენელია. ზუსტად ასევეა აუცილებელი მანქანის საბურავის სეზონური ცვლილება. შესაძლოა ვინმესთვის მსგავსი შედარება ღიმილისმომგვრელი იყოს, თუმცა შედეგზე ალბათ მარტივად შევთანხმდებით, - საბურავის და ფეხსაცმლის შემთხვევაშიც:

ა. ჩვენი უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგება

ბ. ჩვენი ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება

საბურავი ავტომობილის ის ცვეთადი ნაწილია, რომელიც რეგულარულ შეცვლას საჭიროებს. ცვლილება რამდენიმე ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული: მანქანის მუშაობის ინტენსივობაზე, წელიწადის დროზე, გზების მდგომარეობაზე და ა.შ.

ყველა მძღოლი ერთდროულად უნდა ფლობდეს ორ კომპლექტს: ზამთრის და ზაფხულის საბურავს.

ავტომობილის მოვლისას ვცდილობთ, რაც შეიძლება ნაკლები ხარჯით ,,გამოვძვრეთ“. სწორედ ამ მიზეზით მძღოლების დიდი ნაწილი არჩევანს მეორეულ საბურავზე აკეთებს. ერთი შეხედვით, რატომაც არა,- ერთ ზამთარს გადაგატანინებთ. სინამდვილეში ვამცირებთ ერთჯერადად გადასახდელ თანხას და ვზრდით საფრთხეს. საქმე ის არის, რომ მეორეული საბურავების უმრავლესობას დაზიანებები ან დეფექტი აქვს, რაც საბოლოოდ ისევ თქვენს ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება.

ერთი კარგი მაგალითიც მაქვს გასახსენებლად, - მეგობარზე მოგიყვებით, ოჯახთან ერთად ბათუმში ჩასვლას და გზად მშობლიური სოფლის მონახულებას რომ გეგმავდა. მოკლედ, დასავლეთ საქართველოს გვარიანად ათვისება უნდოდა. თბილისიდან გასვლამდე ზეთთან ერთად საბურავებიც გამოცვალა. ერთ-ერთ მაღაზიაში „პროფესიონალებს“ ენდო და მეორეული საბურავები შეიძინა, დაზოგილი თანხა შვებულების ხარჯებში გადადო და მაგისტრალს თამამად დაადგა. გზის ნახევარი ნამდვილად უპრობლემოდ იარა, ვერაფერს იტყვი.

ფიქრები ბედნიერ დასვენებაზე მოულოდნელმა ხმამ გაფანტა. ამას მოჰყვა ბიძგიც და ოცნებები საბურავთან ერთად ჩაიფუშა. იმედს არ დაკარგავდა, ეს რომ მხოლოდ ერთი საბურავი ყოფილიყო, მაგრამ წარმოიდგინეთ რამხელა კატასტროფაა როდესაც ორი საბურავი ერთდროულად გამოდის მწყობრიდან.

მოკლედ, რომ არა მძღოლის ინსტინქტები და ცოტა იღბალიც, შეიძლება ეს ყველაფერი ფატალურადაც კი დასრულებულიყო. საბედნიეროდ ავარიული გაჩერების შემდეგ, მანქანიდან ყველა უვნებელად გადმოვიდა.

ემოციებმაც თითქოს ჩაიარა და ახლა ანალიზის დრო დადგა, - რა მოხდა? გამართული მანქანით არ წამოვიდნენ? ხან ავტობანზე გატეხილი ბოთლის ვერსიაო, ხან ლურსმანი ხომ არ ეგდო გზაზეო, იფიქრეს. თუმცა, რეალური მიზეზი წინა საბურავმა თქვა და ყველაფერს ფარდა აეხადა.

უკანას მსგავსად, წინა საბურავებიც თითქმის იდენტურ მდგომარეობაში იყო, უბრალოდ უკანები რამდენიმე წუთით ადრე გასკდა. გაირკვა, რომ საბურავები თავიდანვე პრობლემური იყო, დაბალმა ტემპერატურამ, გრძელმა გზამ და დატვირთვამ კი მწყობრიდან გამოიყვანა.

საბოლოოდ მანქანა ბათუმამდე ევაკუატორით ჩაიყვანეს, ხოლო ჩემი მეგობარი თავისი ოჯახითა და ბარგით, სასტუმრომდე ტაქსით მივიდა. საბოლოოდ ეკონომია კი არა, ფულის ფლანგვა გამოუვიდათ, მაგრამ გადავრჩითო, თავს ამით იმშვიდებდა. იქვე ყველაზე ახლოს რაც იყო, თეგეტას ბათუმის ფილიალს მიაკითხა და გადაწყვეტილების სისწორეში სრულიად დარწმუნებულმა, ნაწილებიც და საბურავებიც ახალი შეიძინა.

როგორ დაისვენესო, არ იკითხოთ. ერთი ის ვიცი, რომ დედაქალაქს შეფერხების გარეშე, მშვიდობით დაუბრუნდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
  • 18:16
„თეგეტა“ საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერია
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
  • 14:27
პუტინის სისხლიან რეჟიმს კი დედა თუ არ მ……ა აზრი ეკარგება ჩემთვის სიცოცხლისა და ბედნიერების ღვთისგან მონიჭებულ უფლებას - ნიკოლოზ რაჭველი
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
  • 11:02
11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
  • 17:22
Volvo 365 - ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge