png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად ახალი პროდუქტი შექმნა

  • ეკონომიკა
  • 12.11.2021
  • 18:12
საქართველოს ბანკმა დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად ახალი პროდუქტი შექმნა

საქართველოს ბანკმა ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი პროდუქტი დანერგა. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს „სესხი დამწყები ბიზნესისთვის“ წარუდგინა, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ბიზნესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პროდუქტის გამოყენება როგორც ახალი საქმიანობის წამოსაწყებად, ასევე 6 თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში მომუშავე საქმიანობის გაფართოვების მიზნითაა შესაძლებელი. ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომია თითქმის ყველა ბიზნეს მიმართულების წარმომადგენლისთვის.

რაც მთავარია, პროდუქტი სხვა საჭირო ბენეფიტებსაც აერთიანებს, როგორიცაა: უფასო ონლაინ კურსები, რჩევები და შეხვედრები დარგის ექსპერტებისგან, ექსკლუზიური ბიზნეს-შეთავაზებები. ამასთან, პირველი 12 თვის განმავლობაში, მომხმარებელი შეღავათიანი ტარიფით შეძლებს ისარგებლოს ბიზნესპაკეტის ისეთი სერვისებით, როგორიცაა: ავტომატური გადახდები და გადარიცხვები, შეტყობინებები, ბიზნეს ინტერნეტბანკი, ციფრული ბარათი და სხვ.

ვრცლად აღნიშნული პროდუქტის შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3F5kZt7

„საქართველოს ბანკის ახალი პროდუქტი მათთვისაა, ვინც საკუთარი ბიზნეს იდეების განხორციელებას ახლა იწყებს. აღნიშნული პროდუქტით, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მომხმარებელს ბიზნესის საწყის ეტაპზე გამოწვევების გადალახვაში; მივცეთ მოტივაცია, განახორციელონ საკუთარი ჩანაფიქრები და მივაწოდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია საქმიანობის გასავითარებლად. გარდა საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომისა, მომხმარებელი ასევე შეძლებს ისარგებლობს უფასო სასწავლო კურსებით თუ ექსპერტული რჩევებით, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კორპორაციული ფინანსები, საქართველოში არსებული გადასახადები, მარკეტინგული კვლევები, კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები და სხვ. ამ და სხვა პროექტებით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. გვჯერა, რომ მსგავსი სიახლეები დადებითად აისახება ადგილობრივ ბიზნეს-გარემოზე და ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მერაბ ახვლედიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge