png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ტერმინში "პოლიტიკური პატიმრები" - რატი ბრეგაძე ანა ფოტიგას

  • პოლიტიკა
  • 13.11.2021
  • 18:21
მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ტერმინში "პოლიტიკური პატიმრები" - რატი ბრეგაძე ანა ფოტიგას

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილს პასუხობს, რომლითაც ფოტიგამ მოითხოვა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში.

მინისტრის წერილის თარგმანს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
 
"ქალბატონო ანა,

2021 წლის 9 ნოემბრით დათარიღებულ წერილთან დაკავშირებით, რომლითაც თქვენ ითხოვეთ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მე-18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში, გაცნობებთ შემდეგს:

მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ყველა უფლებით, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული. მათ შორის, მასთან განხორციელდა 201 ვიზიტი, რაც მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების გამჭვირვალობაზე. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებს პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, მისი პირადი ექიმი და მისი სამედიცინო საჭიროებების რეგულარული შეფასების მიზნით შეკრებილი ექიმების ჯგუფი (კონსილიუმი).

მიხეილ სააკაშვილის მიერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიწოდებული მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილის მიღებაზე უარის გამო, 2021 წლის 8 ნოემბერს იგი გადაიყვანეს მე-18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში - მისი ჯანმრთელობისთვის რისკების მინიმიზაციისა და შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით.

2021 წლის 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომლითაც ითხოვდა სასამართლოს მიერ მთავრობისთვის დროებითი ღონისძიების დაკისრებას - მომჩივნის მე-18 პენიტენციური სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანას. იმავე დღეს სასამართლომ გადაწყვიტა: ა) მომჩივანს დაჟინებით მოუწოდოს შიმშილობის შეწყვეტისკენ; ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ზოგადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისთვის შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში სათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამდენად, შესაბამისი მასალებისა და მტკიცებულებების განხილვის შემდეგ, სასამართლომ ჩათვალა, რომ მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაწესებულების სტანდარტები დამაკმაყოფილებელია, რითაც გამოირიცხა სხვა საავადმყოფოში მისი გადაყვანის მოთხოვნის საჭიროება.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც კვლავ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები.

თქვენს წერილში ახსენებთ წარსულში თქვენს ვიზიტებს "პოლიტიკური პატიმრების" მოსანახულებლად. მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ სხვა რომელიმე ავტორიტეტულ ინსტიტუტს ასეთად არ მიუჩნევია არცერთი პატიმარი საქართველოში", - ნათქვამია რატი ბრეგაძის წერილში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge