კადაფის ვაჟი ლიბიის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას
- მსოფლიო
- 14.11.2021
- 19:22
ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის ვაჟი სეიფ ალ-ისლამი პრეზიდენტის არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. იწუყება ტელეარხი Libya Alahrar.
მისი ინფორმაციით, სეიფ ალ-ისლამმა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დარეგისტრირების შესახებ განცხადება ქალაქ სებჰას ადგილობრივ საარჩევნო კომისიაში შეიტანა.
ლიბიის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 დეკემბერს უნდა გაიმართოს. არჩევნების ჩასატარებლად უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ბაზა: ახალი კანონები პრეზიდენტისა და დეპუტატების ასარჩევად.