png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან - ციხის მთავარი ექიმი

  • საზოგადოება
  • 14.11.2021
  • 21:23
მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან - ციხის მთავარი ექიმი

მიხეილ სააკაშვილი ყველა დანიშნულ მედიკამენტს იღებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ამის შესახებ N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარმა ექიმმა მანანა ელეფტეროვამ განაცხადა. ელეფტეროვას კომენტარს სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ელეფტეროვა კოლეგებს მიმართავს თხოვნით, სიტუაციის დრამატიზებისგან თავი შეიკავონ.

"მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან, მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, ტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევა, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან, თითქოს და ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ექიმი ჩემს კოლეგებს მოგმართავთ თხოვნით, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე," - ამბობს მედიკოსი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობს. ამჟამად, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს. ამ პირობის დაკმაყოფილებისთანავე, ის მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს.

გუშინ, მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და პირველად ამ დროის განმავლობაში ლოგინიდან წამოდგომა ვერ შეძლო. ამ განცხადების საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარება სტაბილურია.

გუშინვე, გვიან ღამით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ონლაინ პეტიცია დარეგისტრირდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge