png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროკავშირის საზღვრებთან კრიზისის შექმნით, ლუკაშენკას მიზანია ყურადღების გადატანა უკრაინის საზღვარზე რუსეთის ქმედებებისგან - ბლინკენი

  • მსოფლიო
  • 15.11.2021
  • 15:06
ევროკავშირის საზღვრებთან კრიზისის შექმნით, ლუკაშენკას მიზანია ყურადღების გადატანა უკრაინის საზღვარზე რუსეთის ქმედებებისგან - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირის საზღვრებთან  კრიზისის შექმნით, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მიზანია  ყურადღების გადატანა უკრაინის საზღვართან რუსეთის ქმედებებისგან. ამასთან, როგორც ბლინკენი აღნიშნავს,  მინსკი საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და თესავს განხეთქილებას. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბლინკენმა აშშ-ის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა პოლონეთს, რომელიც შეეჯახა ლუკაშენკას რეჟიმის მიერ მოწყვლატი მიგრანტების ცინიკურ ექსპლუატაციას.

ბლინკენმა მადლობა გადაუხადა პოლონელ მინისტრს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთს. „აშშ, პოლონეთი და მათი მოკავშირეები ერთიანნი არიან იმაში, რომ მოსკოვმა უნდა გადაიხადოს მაღალი ფასი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბელარუსი რუსეთის უახლოესი მოკავშირეა. ცოტა ხნის წინ ორი ქვეყნის ლიდერმა დაამტკიცა ერთიანი სამხედრო დოქტრინა.

ბოლო კვირების განმავლობაში იმატა ცნობებმა უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების გადაადგილების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვართან 100 ათასამდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება. დასავლეთის ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხის შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge