png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და ინფრასტრუქტურა პაციენტთა სათანადო მეთვალყურეობისა და მკურნალობისთვის | ვიდეო - პენიტენციური

  • საზოგადოება
  • 16.11.2021
  • 11:23
მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და ინფრასტრუქტურა პაციენტთა სათანადო მეთვალყურეობისა და მკურნალობისთვის | ვიდეო - პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, №18 (სამკურნალო) დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და ინფრასტრუქტურა, პაციენტთა სათანადო მეთვალყურეობისა და მკურნალობისათვის.

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ №18 (სამკურნალო) დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და სათანადო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მეთვალყურეობა და მკურნალობა ჩაუტარდეს. ამიტომ, საუბარი დაწესებულების არასათანადო სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესახებ გაზვიადებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
გაცნობებთ, რომ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს სტაციონარული ტიპის დაწესებულებას, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით და ახორციელებს სხვადასხვა სპეციალიზირებულ სერვისებს. კლინიკას გააჩნია საჭირო აპარატურით სრულად აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია დიაგნოსტიკა როგორც კლინიკური და ბიოქიმიური, ასევე იმუნოლოგიური და სეროლოგიური მიმართულებით.
საყურადღებოა ისიც, რომ კლინიკაში ფუნქციონირებს საოპერაციო ბლოკი, რომელიც დაკომპლექტებულია ყველა საჭირო ტექნიკით, მათ შორის, საანესთეზიო აპარატით, კარდიომონიტორით, ხელოვნური სუნთქვის აპარატით და სხვ. დაწესებულებაში ბრალდებულების/მსჯავრდებულების კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიზნით, შეუფერხებლად ფუნქციონირებს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაცია. ასევე, დამონტაჟებულია კომპიუტერული ტომოგრაფი და ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის აპარატი. დაწესებულებაში შესაძლებელია ჩატარდეს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, სპირომეტრია, ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა.
N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა (სამკურნალო) დაწესებულება შეუფერხებლად, ცენტრალიზებულად მარაგდება ჟანგბადით და ამისთვის დაწესებულების ტერიტორიაზე სპეციალური „ქარხანაც" ფუნქციონირებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ დაწესებულების მედპერსონალი ბრალდებულების/მსჯავდებულების ჯანმრთელობის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველყოფილია კოვიდრეგულაციებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი საშუალებით (ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სადეზინფექციო ხსნარი და სხვ.)
დაწესებულების პერსონალს ინტენსიურად, ყოველკვირეულად უტარდება PCR ტესტირება, ასევე შუალედური ტესტირება სწრაფი/მარტივი მეთოდით", აღნიშნულია უწყებს მიერ გავრცელებულ ინფორმქციაში

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge