png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ვერონამ" ახალი შოურუმი მოაწყო

  • საზოგადოება
  • 17.11.2021
  • 11:39
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ვერონამ" ახალი შოურუმი მოაწყო

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით გახსნილმა ავეჯის სახლმა „ვერონამ“ ახალი შოურუმი მოაწყო.  პროექტის ჯამური ინვესტიცია 17.5 მილიონი ლარია. ბანკის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსი კი 3 მლნ. ევროს შეადგენს.

შოურუმი სამ სართულზე გაშლილ 6 000 კვმ. საგამოფენო სივრცეს მოიცავს, სადაც იტალიური წარმოების საოჯახო ავეჯი, სამზარეულო, განათება, დეკორაციები და აქსესუარებია წარმოდგენილი.

შოურუმის არქიტექტურასა და ინტერიერზე, ასევე, შენობის პროექტირებაზე იტალიელი და ქართველი არქიტექტორები მუშაობდნენ. შენობას საფუძვლად მწვანე კონცეფცია დაედო, რომელიც სრულად მოერგო არსებულ მრავალწლოვან ნარგავებს. შენობის ფასადის მოსაპირკეთებლად ქართული ბუნებრივი ქვა შეირჩა. შოურუმის შესასვლელი თაღი კი ქართველი მხატვრების მიერ მოიხატა, რაც შენობის ექსტერიერის განსაკუთრებულობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

„ჩვენი ამბავი 2013 წელს იწყება, როდესაც ავეჯის სფეროში თხუთმეტწლიანი გამოცდილების შემდეგ გადავწყვიტეთ, ავეჯის სახლი დაგვეარსებინა. გვინდოდა ქართველი მომხმარებლებისთვის, ხელმისაწვდომ ფასად, ერთ სივრცეში თავმოყრილი ყოფილიყო ყველა ის პრემიუმ კლასის იტალიური ავეჯი, რაც საჭიროა სახლის, ოფისისა თუ სასტუმროს მოსაწყობად. წლების განმავლობაში ჩვენ ვესწრებოდით ყველა მნიშვნელოვან გამოფენას, ქართულ ბაზარზე შემოვიყვანეთ მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდები და ვანახლებდით თქვენთვის მზრუნველობით შერჩეულ დიზაინერულ კოლექციებს. შედეგად, დღეს ვერონას შოურუმში წარმოდგენილია იტალიური ხარისხის მისაღები ოთახის გარნიტურები, საძინებლები, რბილი ავეჯი, სამზარეულოები, გარე ავეჯი და სხვა ნივთები, რომლებიც ხაზს უსვამს ინდივიდუალურობასა და ქმნის უსაზღვრო კომფორტის განცდას“- აცხადებს კომპანიის დირექტორი, ლევან სანიკიძე.

„მოხარული ვართ, რომ ბანკის ხელშეწყობით კიდევ ერთი ბიზნესი გაფართოვდა და გაძლიერდა. მიგვაჩნია რომ სწორედ ასეთი, განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესების მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შეიქმნას, გაძლიერდეს კერძო სექტორი და გაჯანსაღდეს ეკონომიკა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge