მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით - სანდრა რულოვსი
- კომენტარები
- 18.11.2021
- 12:04
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი Facebook-ზე ომბუდსმენის მიერ შექმნილ სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნას აქვეყნებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადადება აღარ შეიძლება.
"დიდი მადლობა ყველას!
მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით!
#გადაიყვანე", - წერს სანდრა რულოვსი.
ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200