png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ის ფაქტი, რომ ექიმების კონსილიუმი შეკრებილია ნინო ლომჯარიას მამიდაშვილის ხელმძღვანელობით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს - ნიკოლოზ სამხარაძე

  • პოლიტიკა
  • 18.11.2021
  • 17:49
ის ფაქტი, რომ ექიმების კონსილიუმი შეკრებილია ნინო ლომჯარიას მამიდაშვილის ხელმძღვანელობით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს - ნიკოლოზ სამხარაძე

ბოლო სამ წელში შიმშილობის ათასი შემთხვევა იყო და მაშინ სად იყო სახალხო დამცველი, თუ ციხე არ პასუხობდა მკურნალობისთვის საჭირო მოთხოვნებს? - ასე ეხმიანება პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას. ამის შესახებ სამხარაძემ "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ექიმების კონსილიუმი შეკრებილია ნინო ლომჯარიას მამიდაშვილის ხელმძღვანელობით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს.

„ექიმების დასკვნაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება, რადგან ექიმი არ ვარ და სამედიცინო განათლება არ მაქვს, თუმცა ის ფაქტი, რომ ექიმების კონსილიუმი შეკრებილია ნინო ლომჯარიას მამიდაშვილის ხელმძღვანელობით, გარკვეულ ეჭვებს ბადებს. საზოგადოებისთვის ამ ექიმთა პოლიტიკური პრეფერენციებიც საჯარო და ნათელი გახდა. ამ შიმშილობამ ექიმებშიც კი პოლიტიკური ელფერი მიიღო. ამიტომ, არავინ აღარავის ენდობა და ნდობა ამ ადამიანების მიმართ უკვე აღარ არსებობს. მეორე საკითხია ის, რომ აქამდე, საქართველოში საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობდნენ. თუ სწორად მახსოვს, ბოლო სამ წელში შიმშილობის ათასი შემთხვევა იყო და მაშინ სად იყო სახალხო დამცველი, თუ ციხე არ პასუხობდა მკურნალობისთვის საჭირო მოთხოვნებს? ამ შემთხვევაში, ათასი მოშიმშილე პატიმრის უფლება არ ირღვეოდა? ეს ყველაფერი სახალხო დამცველის მხრიდან სხვა მოშიმშილე პატიმრების მიმართ კითხვებს აჩენს. კონსილიუმის საკითხმა უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხებია გაცემული და საზოგადოება პასუხებს იმსახურებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, გამოქვეყნდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმადაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge