png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ოპოზიცია თავის პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე სპეკულირებს სააკაშვილის შიმშილობით და ჯანმრთელობის მდგომარეობით - ირაკლი ქადაგიშვილი

  • პოლიტიკა
  • 19.11.2021
  • 11:31
ოპოზიცია თავის პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე სპეკულირებს სააკაშვილის შიმშილობით და ჯანმრთელობის მდგომარეობით - ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიცია თავის პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე სპეკულირებს სააკაშვილის შიმშილობით და ჯანმრთელობის მდგომარეობით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი იქნება დაცული და თუ აუცილებლობა დადგა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება, რადგან მისივე თქმით, თუ ვინმეა დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჯანმრთელობის შენარჩუნებით და მისი შიმშილობის შეწყვეტით, ეს არის ხელისუფლება.

„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე რამდენიმე საექიმო მეთვალყურეობა არსებობს. როგორც ვიცი, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მისი მკურნალობა ადგილზე მოხდება, თუ სხვა ჰოსპიტალში, ამ გადაწყვეტილებას ექიმების ოფიციალური დასკვნის საფუძველზე პენიტენციური სამსახური მიიღებს. ყველაზე მეტად, თუ ვინმეა დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჯანმრთელობის შენარჩუნებით და მისი შიმშილობის შეწყვეტით, ეს არის ხელისუფლება, რადგან ვხედავთ, ოპოზიცია თავის პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე სპეკულირებს მისი შიმშილობით და ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ შიმშილობის უკან რა დგას, ეს გასათვალისწინებელია. შიმშილობა საპატიმრო ცხოვრებისთვის დამახასიათებელია და ამის მართვა ყოველთვის ხდებოდა. პატიმრები რაღაც მომენტში წყვეტდნენ შიმშილობას, მათ ყველა მოუწოდებს ხოლმე ამისკენ, ამ შემთხვევაში კი, ცოტა სხვა რამესთან გვაქვს საქმე – გარედან ამხნევებენ, რომ შიმშილობა არ შეწყვიტოს, რადგან ეს პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებათ – ეს მისი მომხრეების ნარატივია. სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლისა და მისი მომხრეების მიზანია ის, რომ ქვეყანაში არეულობის გზით ხელისუფლებაში რაღაც ცვლილებას მიაღწიონ, მაგრამ ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებს ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ამიტომ ის იქნება დაცული და თუ აუცილებლობა დადგა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge