png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილმა ღამე რეანიმაციულ გნაყოფოლებაში გაატარა - ადვოკატი მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში არ შეუშვს

  • კომენტარები
  • 19.11.2021
  • 14:57
სააკაშვილმა ღამე რეანიმაციულ გნაყოფოლებაში გაატარა - ადვოკატი მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში არ შეუშვს

საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სადაც დაიშვება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილი, რომელმაც გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში სააკაშვილთან შეხვედრა ვერ შეძლო.

„დღეს გამოვცხადდი, დილით მსურდა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. განმიმარტეს, რომ მას ეძინა და როცა გაიღვიძებდა, შემატყობინებდნენ და დამიშვებდნენ მასთან. საათნახევრიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, სადაც დაიშვება მხოლოდ სამედიცინო პერსონალი და ადვოკატებს ვერ შეგვიშვებდნენ მასთან შესახვედრად.

შემდეგ დავუკავშირდი და ვესაუბრე მთავარ ექიმს, რომელმაც მითხრა, რომ სააკაშვილმა ღამე რეანიმაციულ გნაყოფოლებაში გაატარა, ამჟამად სტაბილურია მდგომარეობა, გარკვეული კვლევები ჩატარდა. მათი განმარტების შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე სერიოზული პრობლემა არ არსებობს, ელოდებიან კვლევის შედეგებს. ასევე მითხრა, რომ მოხდება სხვადასხვა პროფილის ექიმების შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გადაწყდება, თუ რა იქნება მომდევნო ნაბიჯები.

ვერანაირი კონკრეტული ინფორმაცია ამ შეკრებაზე ან დროზე არ მოუწოდებიათ, მითხრეს, რომ არ იციან, როდის მოხდება ეს. ძალიან უპასუხისმგებლობაა პენიტენციურის მხრიდან ოფიციალური ინფორმაციის არგავრცელება. რეალურად, უნდა ჰქონდეს გავრცელებული, თუ რა მდგომარეობაა და რა გეგმა არსებობს. ასევე, ვერ მითხრეს, როდემდე გაგრძელდება მისი ყოფნა რეანიმაციულ განყოფილებაში. ქალბატონმა მანანამ მითხრა, რომ თავად ეკონტაქტა მიხეილ სააკაშვილს. ვერაფერს გამოვრიცხავ, გვახსოვს, ადრე პენიტენციურის მოქმედებები გადაყვანასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვლმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge