primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

არანაირი აქცია არ იქნება იმ საავადმყოფოსთან, სადაც გადაიყვანენ, ჩვენ ამ ვალდებულებას შევასრულებთ - გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 19.11.2021
  • 16:42
არანაირი აქცია არ იქნება იმ საავადმყოფოსთან, სადაც გადაიყვანენ, ჩვენ ამ ვალდებულებას შევასრულებთ - გიგი უგულავა

რატი ბრეგაძე ფარისეველია, რადგან ჩვენ ვნახეთ, როგორ ძალითა და მოტყუებით გადაიყვანეს გლდანის გულაგში სააკაშვილი, - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა. მისი განმარტებით, ოპოზიციამ აიღო ვალდებულება, რომ არანაირი აქცია არ იქნება იმ საავადმყოფოსთან, სადაც მიხელ სააკაშვილს გადაიყვანენ.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას სიცოცხლის გადარჩენა, რომ ავიცილოთ პერსონალური, ეროვნული და ისტორიული ტრაგედია. რაც შეეხება გორის ჰოსპიტალს, ჩვენ, აქ მყოფი ადამიანები ამას ვერ გადავწყვეტთ და არ დავემსგავსებით კობახიძესა და ივანიშვილს, რომლებიც ექიმების მაგივრად საუბრობდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე. ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ ერთი ექიმიც არ გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ იქ კარგია, უნდა გადაიყვანოთო, 2-3 კვირაა, ამას ვისმენთ. ამიტომ ეს საკითხი გადაწყვიტონ ექიმებმა. რატი ბრეგაძე ფარისეველია, რადგან ჩვენ ვნახეთ, როგორ ძალითა და მოტყუებით გადაიყვანეს გლდანის გულაგში სააკაშვილი და ახლა ეუბნება, რომ შეთავაზებაა, მაგრამ დავანებოთ ახლა ამ დეტალს თავი. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ არანაირი აქცია არ იქნება იმ საავადმყოფოსთან, სადაც გადაიყვანენ და ჩვენ ამ ვალდებულებას შევასრულებთ. რაც ვთქვით, იმას შევასრულებთ. რა თქმა უნდა, ბრძოლა გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის სრულ გათავისუფლებამდე, რიგგარეშე არჩევნებისთვის, მაგრამ რაც ვთქვით, აუცილებლად შევასრულებთ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge