png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

არალეგალი მიგრანტების მიღება ლუკაშენკას გამარჯვებას ნიშნავს - ჰაიკო მაასი

  • მსოფლიო
  • 19.11.2021
  • 23:49
არალეგალი მიგრანტების მიღება ლუკაშენკას გამარჯვებას ნიშნავს - ჰაიკო მაასი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი გერმანიასა და ევროპაში არალეგალი მიგრანტების მიღების წინააღმდეგია, რომლებიც ბელარუსი-პოლონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საზღვრებთან იმყოფებიან და ევროკავშირის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ. ამის შესახებ მაასმა გაზეთ Bild-თან ისაუბრა.

„ორშაბათს ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ყველანი შევთანხმდით, რომ ეს ადამიანები უნდა დაბრუნდნენ იმ ქვეყნებში, საიდანაც ჩამოვიდნენ, სხვა შემთხვევაში ლუკაშენკა გაიმარჯვებს“, - განაცხადა მაასმა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრებს არ სურთ კედლის აღმართვა ევროპის გარშემო, „მაგრამ მას, ვინც მიგრაციის მოწესრიგებისკენ ისწრაფვის, უნდა აღელვებდეს, ის რომ ყოველდღე, ვისაც მოუნდება საზღვარი არ გადმოკვეთოს“, - თქვა მაასმა.

მაასის თქმით, გერმანიამ უკვე მიიღო 10 თასამდე მიგრანტი, რომლებიც ბელარუსიდან ევროკავშირში გადავიდნენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარული დახმარება მათ ადგილზე მიიღონ. „ეს ხდება, მაგრამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში უნდა დაბრუნდნენ“, - აღნიშნა მან.

ბელარუსი-პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საზღვრებთან კრიზისი 8 ნოემბერს გამწვავადა. რამდენიმე ათასი ადამიანი ბელარუსის მხრიდან პოლონეთის საზღვარს მიაწყდა. ზოგიერთმა მათგანმა პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვედრა სცადა და გაარღვია ეკლიანი მავთულხლართები. დაპირისპირების შედეგად დაშავდა 20-მდე პოლონელი მესაზღვრე. მიგრანტებს ამ დრომდე პოლონეთის საზღვართან კარვები აქვთ გაშლილი და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

ევროკავშირი მინსკს კრიზისის განზრახ ესკალაციაში ადანაშაულებს. ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში დამნაშავე თავად დასავლეთის ქვეყნებია, რომელთა ქმედებების გამო ადამიანები ომს გაურბიან და ევროპაში მოხვედრას ცდილობენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge