png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სააკაშვილს სჭირდება სხვადასხვა ორგანოების მკურნალობა, ჩემი თხოვნაა - იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი და იმკურნალოს - ნიკოლოზ ყიფშიძე

  • კომენტარები
  • 20.11.2021
  • 21:48
სააკაშვილს სჭირდება სხვადასხვა ორგანოების მკურნალობა, ჩემი თხოვნაა - იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი და იმკურნალოს - ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს და მას უნდა მისცენ თავისუფლად მკურნალობის საშუალება, რადგან ციხის გარემო და ბადრაგის მეთვალყურეობა სტრესის შემქმნელია. ექიმმა ამის შესახებ გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ე.წ. რიფიდინგის დროს მკურნალობა არ იქნება საკმარისი და სააკაშვილს სჭირდება სხვადასხვა ორგანოების მკურნალობა.

"კონსილიუმის ექიმების დასკვნებს სავსებით ვეთანხმები. პრეზიდენტი თვითონ სუსტად არის, რასაკვირველია, წნევის პრობლემები ჰქონდა მთელი დღის განმავლობაში, ასევე, გარკვეული პრობლემები ჰქონდა დილას, ბადრაგთან დაკავშირებით, არ მისცეს უფლება ფანჯრის გახსნის, ეს მოგვარდა. მაინც სტრესული სიტუაცია გრძელდება, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დღეს მის ნევროლოგიურ მდგომარეობას. რაც შეეხება კვებას, უკვე დაიწყო კვება, ნორმალურად წავიდა ეს პროცესი, მაგრამ არავინ არ იცის რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ყველაფერი და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი.

პრეზიდენტი დიდ მადლობას უხდის საავადმყოფოს, ძალიან მოეწონა მისი სტაფი, კომფორტულად გრძნობს თავს.

მაგრამ მოგახსენებთ ჩემს აზრს, მკურანლობა ასეთ პირობებში ეს იქნება გორის საავადმყოფო, ციხის საავადმყოფო და ა.შ. შეუძლებელია ასეთ მდგომარეობაში. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს, ამიტომ ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება კოლეგები არ დამეთანხმონ, მაგრამ, მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება ასეთ ადამიანს მივცემდი უფლებას მკურნალობის - ციხეების გარეთ. თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის დასწრებით და ა.შ. არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან, მე არც იურისტი არ ვარ, არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი... ახლა ვუმკურნალებთ, მერე ციხეში ისევ ავად გახდება.

მარტო წამლის მიღება არ ნიშნავს, რომ ავადმყოფს ვუმკრუნალეთ, აქ არის სტრესი და ბევრი პრობლემაა. ეს განცხადება რასაც ახლა ვაკეთებ პრეზიდენტთან არ შემითანხმებია. რეფიდინგის პრობლემა თუ მოვაგვარეთ არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. მას სჭირდება მკურნალობა სხვადასხვა ორგანოების, ფილტვის, თავის ტვინის, ღვიძლის, ამიტომ შემომაქ ასეთი თხოვნა - იქნება გავათავისუფლოთ ეს ადამიანი და იმკურნალოს. აქ რომ გასაკეთებელი იყოს MRT ამ დროისთვის ვერ გავაკეთებთ, ახლა აკეთებენ აფდეითს. ჩემი რეკომენდაციაა მისცენ ამ ადამიანს თავისუფალი მკურნალობის უფლება." - ამბობს მიხეილ სააკაშვილის ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge