5 დაღუპული და 40-ზე მეტი დაშავებული - ვისკონსინის შტატში ავტომობილი საშობაო აღლუმის მონაწილეებს დაეჯახა
- მსოფლიო
- 22.11.2021
- 11:26
ვისკონსინის შტატის ქალაქ უოკეშოში ავტომობილი საშობაო აღლუმის მონაწილეებს დაეჯახა, დაიღუპა 5 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაცია ადგილობრივი პოლიციის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.
„ამ დროისთვის შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გარდაცვლილია ხუთი და დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. თუმცა, ეს რიცხვები შეიძლება, შეიცვალოს, რადგან ჩვენ ვაგროვებთ დამატებით ინფორმაციას. ახლომდებარე საავადმყოფოებში ბევრი ადამიანი თავისით მივიდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში. დაშავებულებს შორის არიან ბავშებიც.
დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე. ქუჩის მონაკვეთი, სადაც ინციდენტი მოხდა, გადაკეტილია. არ მუშოაბს სავაჭრო ობიექტები და ოფისები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200