primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეობის კანდიდატებს დააყენებს საკრებულოებში, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს

  • პოლიტიკა
  • 22.11.2021
  • 13:15
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარეობის კანდიდატებს დააყენებს საკრებულოებში, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს

პარტია "საქართველოსთვის“ მუნიციპალიტეტებში, სადაც ის გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითა წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს, - აცხადებს პარტიის პოლიტიკური მდივანი კახა ქემოკლიძე.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილია უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, რომლის შედეგს საქართველოს მოქალაქეები საკუთარ თავზე ყოველდღიურად გრძნობენ; გრძნობენ უკიდურესი გაჭირვების, გაზრდილი ფასების, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სახით.

"ის, რომ ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ და უნდათ ამ ორპოლუსიანობას თავი დააღწიონ, უპრეცედენტო ზეწოლის, დაშინების და მოსყიდვის მიუხედავად, ნათლად აჩვენეს თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი პარტიის მხარდაჭერით და პარტია „საქართველოსთვის“ დღეის მდგომარეობით არის წარმოდგენილი როგორც თბილისში, ასევე ყველა რეგიონში, წარმოდგენილია რიგ საკრებულოებში, სადაც ჩვენს პარტიას გააჩნია ე.წ. გადამწყვეტი ხმა.

მოგეხსენებათ, ჩვენ არჩევნების დასრულებიდან მალევე შევთავაზეთ ორივე პოლიტიკურ პარტიას, ღია და გამჭვირვალე განხილვის გზით, აგვერიდებინა ადგილობრივ დონეზე ნებისმიერი ტიპის კრიზისი. ჩვენ უარი ვთქვით საკრებულოებში თანამდებობებზე და შევთავაზეთ პირველ/მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შეთანხმების გზით, აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ეს იყო შესაძლებლობა თითოეული ამ პარტიისთვის დამდგარიყო ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქვეყნის ინტერესები დაეყენებინა პირველ რიგში, რაც სამწუხაროდ ვერ მოახერხეს.

ჩვენ ვთქვით, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი გეგმის შესაბამისად ვიმოქმედებდით, რომლის მთავარი პრინციპი, რა თქმა უნდა, რომელიმე ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით, მოქალაქეების არჩევანის შესაბამისად, საკრებულოებში ძალაუფლების დაბალანსება იყო ყოველთვის.

ამიტომ, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით, ჩვენ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში ორივე (როგორც „ოცნება“, ისე, „ნაციონალური მოძრაობა“), პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს მხარს და თავად ამ პარტიის წარმომადგენლები კი, იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები.

ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რათა ვიმოქმედოთ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში, რომლებმაც კონტროლი უნდა გაუწიონ ადგილობრივ აღმასრულებელ რგოლს.

მოვუწოდებთ ორივე პოლიტიკურ პარტიას გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რასაც მათ საზოგადოება ნდობისა და მანდატის სახით ანიჭებს",- განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge