primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებაც მოხდება

  • ეკონომიკა
  • 11.02.2016
  • 13:17
მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებაც მოხდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს. 

ცვლილების ძირითადი ნაწილი ეხება მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ე.წ. ესტონურ მოდელს ეფუძნება. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.

რეფორმა საქართველოს ეკონომიკის არაერთ მიმართულებაზე მოახდენს დადებით გავლენას:

  • დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში (რასაც ადასტურებს უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევა და პროგნოზები);
  • პოზიტიური გავლენა ექნება ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხით (რაც გრძელვადიან პერიოდში დადებითად იმოქმედებს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობაზე);
  • ხელს შეუწყობს ფინანსურ რესურსებზე კომპანიების ხელმისაწვდომობის ზრდას. განსაკუთრებით, ეს შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (ესტონეთში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ რეფორმამ ყველაზე დიდი ეფექტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოახდინა);
  • რეფორმის შედეგად ეკონომიკაში გაიზრდება პროდუქტიულობა;
  • გაიზრდება ბიზნესში არსებული აქტივების ლიკვიდურობა;
  • გაიზრდება კაპიტალის მოცულობა;
  • შემცირდება გარე ფინანსური შეზღუდვები;
  • ბიზნეს ექნება მეტი შესაძლებლობა განვითარებისთვის;
  • ჩამოყალიბდება მიმზიდველი კლიმატი ბიზნესის დაწყების და წარმოების კუთხით, რაც გაზრდის ახალი, პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას საქართველოსადმი. შედეგად გაიზრდება ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა;
  • გაიზრდება ბიზნესის კრიზისისადმი მდგრადობა;
  • გამარტივდება საგადასახადო აღრიცხვა და ადმინისტრირება.

მოგების გადასახადი რეფორმის, კერძოდ, ე.წ. ესტონური მოდელის შესწავლაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ერთ წელზე მეტ ხანს იმუშავა. შედგა ქართული დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში, სადაც ქართული მხარე აღნიშნული სისტემის ფუნქციონირებას გაეცნო.

გარდა ამისა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით, მომზადდა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის მიხედვით რეფორმის გავლენის შეფასების დოკუმენტი. აღნიშნულ პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივი ისე ესტონელი ექსპერტები; დოკუმენტში გაანალიზებულია თუ რა შედეგების მომტანი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის ესტონური მოდელის მიხედვით აღნიშნული რეფორმის განხორციელება.

ექსპერტების მიერ რეფორმის საქართველოში განხორციელება შეფასებულია ცალსახად დადებითად. კერძოდ, ეს იქნება რეფორმა, რომელიც მიმართულია ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ.

მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მხრივ. კერძოდ:

►   საგადასახადო დავის პერიოდში პირის  საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით;

►  საგადასახადო შემოწმებას განახორცილებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო;

►   კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას აღარ  გადაიხდის დღგ-ს თანხას;

►   გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ:

2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა

2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge