png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სინანული ასწორებს ადამიანს - ილია მეორე

  • საზოგადოება
  • 23.11.2021
  • 14:17
არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სინანული ასწორებს ადამიანს - ილია მეორე

არ შეიძლება ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სინანული ასწორებს ადამიანს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

პატრიარქმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

„ჩვენთან არს ღმერთი!

გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა, მსოფლიოსი.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგან, ადამიანი არის მფარველობის ქვეშ.

თქვენ გახსოვთ სიტყვები უფლისა: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე?!“ – აი, წმინდა გიორგი იყო განსაცდელში. წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი და საყვარელი ადამიანი იმპერატორისა. იმპერატორი დიოკლეტიანე პატივისცემით უყურებდა მას, მაგრამ განსხვავებულმა სარწმუნოებამ, ქრისტიანობამ, შეცვალა მათი დამოკიდებულება.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს; განსაცდელი არის საშუალება, რომლითაც ღმერთი მოდის ჩვენთან.

არ შეიძლება, ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს; მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება.

ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ღმერთი მოწყალეა, ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა და ჩვენ იმედს არ ვკარგავთ, რომ უფალი შეგვიწყალებს ჩვენ.

მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ განსაცდელი არის მრავალი ჩვენ წინაშე, მაგრამ ერთი საშუალება – ეს არის მონანიება ცოდვისა.

„ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა!“

ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს გონებას, ჩვენს ტვინს: – ჩვენ მოვინანიეთ ჩვენი ცოდვები?!

ღმერთი არის სიყვარული. სიყვარული შეცვლის ადამიანს. სიყვარულმა დაგლოცოთ, ღვთის სიყვარულმა გაგათავისუფლოთ თქვენ, ჩვენ და მთელი მსოფლიო განსაცდელისაგან.

გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. საქართველო მუდამ იყო განსაცდელში და მუდამ მონანიებით თავისუფლდებოდა მისგან.

ყველას გილოცავთ გიორგობას, გიორგობა – ეს არის ჩვენი დიდი დღესასწაული. წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი, წმინდა გიორგიმ დაიცვას თქვენი ოჯახები, თქვენი შვილები. ჩვენთან არს ღმერთი!“, – აღნიშნა ილია მეორემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge