png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა

  • საზოგადოება
  • 23.11.2021
  • 18:22
რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა

ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

სიმბოლური აქციის იდეის ავტორი ორგანიზატორი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანია. აქციას ასევე შეუერთდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, "ვარდების რევოლუცია" დამოუკიდებლობის გამოცხადების და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში.

მათი თქმით, ეს იყო მოვლენა, რა დროსაც ქართულმა საზოგადოებამ შეძლო დიდი ნაბიჯის გადადგმა თავისუფლებისა და ნორმალური ქვეყნის მშენებლობისკენ.

"ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, რომელმაც საშუალება მისცა საქართველოს რომ სრულიად განვითარების ახალ გზაზე დამდგარიყო და ჩამოყალიბებულიყო როგორც სახელმწიფო", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

დღეს, 23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციიდან" 18 წელი შესრულდა. 2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ოპოზიციისა და ამომრჩევლის დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო პარლამენტის შენობის წინ აქციები დაიწყო.

2003 წლის 22 ნოემბერს, 16:00 საათზე 2 ნოემბრის არჩევნების შედეგებით დაკომპლექტებული პარლამენტის სხდომა დაინიშნა. სხდომაზე ედუარდ შევარდნაძეც მივიდა. დაახლოებით 16:15 საათზე მომიტინგეები, რომელთაც წინ მიხეილ სააკაშვილი მიუძღოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრნენ. პირადმა დაცვამ შევარდნაძე საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან გაიყვანა.

პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობების დაკავების შემდეგ, მომიტინგეები კრწანისის სამთავრობო რეზიდენციისკენ დაიძრნენ. კვირას, 23 ნოემბერს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2 ნოემბრის არჩევნების შედეგები გააუქმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge