გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 24.11.2021
- 18:40
გლდანის ციხეში 32 წლის პატიმრის ცხედარი იპოვეს. უკრაინის მოქალაქე ეგორ გრეგენკო უსაფრთხოების სამსახურმა უგონო მდგომარეობაში ციხის საკანში ნახა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები ციხის პერიმეტრზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ადვოკატ ჯაბა კოჭლამაზაშვილის თქმით, გრეგორენკოს ბოლოს სამარტოო საკანში გადაყვანას ითხოვდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 342 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200