png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

განცხადებები, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აკეთებენ ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით ევროპარლამენტარებთან მიმართებაში, კარგს არაფერს მოასწავებს - თინა ხიდაშელი

  • პოლიტიკა
  • 24.11.2021
  • 19:21
განცხადებები, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აკეთებენ ჩვენს პარტნიორებთან, განსაკუთრებით ევროპარლამენტარებთან მიმართებაში, კარგს არაფერს მოასწავებს -  თინა ხიდაშელი

განცხადებები, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები აკეთებენ ჩვენს პარტნიორებთან და განსაკუთრებით ევროპარლამენტარებთან მიმართებაში, ძალიან მძიმე მოსასმენი და საყურებელია. რაც მთავარია, არაფერ კარგს არ მოასწავებს, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

"ეს ხომ ახალი ამბავი არ არის, წლების განმავლობაში ხშირად მოგვისმენია და სულ არის ამაზე ან ვიშვიში, ან თითის გაშვერა. ზოგადად სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს და ყველა შევეცადოთ, რომ რაღაცნაირად არ გავაუფასუროთ ეს საკითხები, თუ მართლა გვაწუხებს პრობლემა. განცხადებები, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ორი-სამი წელია, რეგულარულად აკეთებენ ჩვენს პარტნიორებთან, საქართველოს გულშემატკივრებთან მიმართებაში და განსაკუთრებით ევროპარლამენტარებთან მიმართებაში, მათ განსაკუთრებით შეაჩვიეს ენა და ეს ძალიან მძიმე მოსასმენი და მძიმე საყურებელია. რაც მთავარია, არაფერ კარგს არ მოასწავებს, როდესაც პარტნიორებზე ასე საუბრობ. ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის სამაგალითო უნდა იყოს, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან ან კონკრეტულ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით იღებ გადაწყვეტილებებს. ვიდრე ქართველი ამომრჩეველი არ მიეჩვევა, რომ სწორედ ამ გადაწყვეტილებების, ქმედებების თუ განცხადებების მიხედვით მიიღოს არჩევნების დღეს გადაწყვეტილება, მანამდე სულ ამ დღეში ვიქნებით - ხან ვვიშვიშებთ, ხან რაღაც გაგვიხარდება, მაგრამ არაფერი არ შეიცვლება. მე ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც არჩევნების შედეგებით გათამამების ბრალია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი გაყალბეს, რა დაუჯდათ და რის ფასად მიიღეს, მაინც შეძლეს, რომ ის შედეგი ეჩვენებინათ, რომელიც აჩვენეს. ამიტომ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ამის მოსმენა და ვიდრე ეს ბერკეტი ხელიდან არ გამოეცლებათ, რომ იძახონ ქვეყანას წარმოადგენენ, მანამდე, როგორც ჩანს, ასეთ დღეში ვიქნებით", - ამბობს ხიდაშელი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge