png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გერმანიაში მმართველი კოალიციის ფორმირებაზე შეთანხმდნენ

  • მსოფლიო
  • 24.11.2021
  • 19:56
გერმანიაში მმართველი კოალიციის ფორმირებაზე შეთანხმდნენ

გერმანიის საპარლამენტო პარტიებმა მმართველი კოალიციის ფორმირების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანიის კანცლერის თანამდებობას სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ოლაფ შოლცი დაიკავებს.

Spiegel-ის ინფორმაციით, ოლაფ შოლცს ახალ კანცლერად ბუნდესტაგის სხდომაზე დაამტკიცებენ, რომელიც არაუგვიანეს 8 დეკემბრისა გაიმართება. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ სხდომა შესაძლოა 6 დეკემბერს გაიმართოს.

ახალ მმართველ კოალიციაში მინისტრის პორტფელებს ბუნდესტაგის არჩევნებში პირველ ადგილზე გასული სოციალ-დემოკრატები, ასევე მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები გაინაწილებენ.

სამთავრობო კოალიციის შემადგენლობა ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა Spiegel-მა შეძლო წინასწარ მოეპოვებინა ინფორმაცია, თუ როგორ განაწილდება მინისტრების თანამდებობები:

სოციალ-დემოკრატები/SPD

•  კანცლერი
•  კანცელარია
•  შინაგან საქმეთა სამინისტრო
•  თავდაცვის სამინისტრო
•  სამშენებლო და საბინაო საკითხთა სამინისტრო
•  შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
•  ჯანდაცვის სამინისტრო
•  ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტრო

მწვანეები

•  ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტრო
•  საგარეო საქმეთა სამინისტრო
•  საოჯახო საკითხთა სამინისტრო
•  სოფლის მეურნეობის სამინისტრო
•  გარემოს დაცვის სამინისტრო

თავისუფალი დემოკრატები/FDP

•  ფინანსთა სამინისტრო
•  იუსტიციის სამინისტრო
•  ტრანსპორტის სამინისტრო
•  განათლებისა და კვლევის სამინისტრო

გერმანიის მოქმედ კანცლერს ანგელა მერკელს უფლებამოსილება ოფიციალურად 26 ოქტომბერს ამოეწურა, თუმცა ახალი მთავრობის ფორმირებამდე განაგრძო მოვალეობის შესრულება.

გერმანიაში 26 სექტემბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, სადაც მცირე სხვაობით გაიმარჯვა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ. მან ხმათა 25.7 პროცენტი მოაგროვა. მისმა მთავარმა მეტოქემ ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა ამომრჩეველთა ხმების 24.1 პროცენტი მოაგროვა. "მწვანეების" პარტიამ ხმების 14.8 პროცენტი, ხოლო თავისუფალმა დემოკრატებმა 11.5% მიიღეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge