png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს

  • პოლიტიკა
  • 25.11.2021
  • 12:16
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი მიმდინარეობს.

დღეს, კომიტეტი ორ კანდიდატს - გენადი მაკარიძეს და  თამარ ოქროპირიძეს გაესაუბრება.

„ეს პროცესი უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა 2019 წლამდე არ არსებობდა. სწორედ, „ქართული ოცნების" გუნდის დამსახურებით ჩვენ შევძელით მიგვეღწია ასეთი გამჭვირვალე პროცესის წარმართვისთვის  და ჩვენს საზოგადოებას აქვს პროცესის სრული მონიტორინგის შესაძლებლობა", - განაცხადა იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს და საპარლამენტო უმრავლესობას ექნება სრული შესაძლებლობა გაესაუბრონ წარმოდგენილ კანდიდატებს, დასვან შეკითხვები, როგორც კომპეტენციასთან დაკავშირებით, ასევე კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება შესაბამისი მოსამართლის ბიოგრაფიას.

„ეს პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, რომელშიც მონაწილეობენ, ასევე, არასაპარლამენტო სუბიექტები: სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და აკადემიური  სფეროს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს ექნებათ სრული შესაძლებლობა დასვან შეკითხვები", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტის 111-ე მუხლის - კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის მიხედვით წარიმართება.

შესაბამისად, თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის ფრაქციას „ქართული ოცნება" მიეცემა 75 წუთი, ფრაქციას „რეფორმების ჯგუფი" – 15 წუთი, ფრაქციას „ლელო" - პარტნიორობა საქართველოსთვის" – 15 წუთი, ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია" – 31 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს  „გირჩი" – 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „მოქალაქეები" - 15 წუთი, პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები" – 15 წუთი, ხოლო პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ჯამში, - 33 წუთი.

არასაპარლამენტო სუბიექტებს  თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, ჯამში, მიეცემათ 75 წუთი, ანუ თითო სუბიექტს - 15 წუთი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს  გენადი მაკარიძის კანდიდატურა 2021 წლის 2 აგვისტოს წარუდგინა, ხოლო თამარ ოქროპირიძის კანდიდატურა -   2021 წლის 15 ნოემბერს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გასაუბრების პროცესის დასრულების შემდეგ გადაწყდება როდის იქნება  მიზანშეწონილი კენჭისყრების  ჩატარება.

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ხვალ, 26 ნოემბერს დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge