primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

დავით ბალაძე: აჭარის ეკონომიკა სწორი მიმართულებით, თანამედროვე სტანდარტებით ვითარდება

  • ეკონომიკა
  • 11.02.2016
  • 16:15
დავით ბალაძე: აჭარის ეკონომიკა სწორი მიმართულებით, თანამედროვე სტანდარტებით ვითარდება

აჭარის ეკონომიკა სწორი მიმართულებით, თანამედროვე სტანდარტებით ვითარდება, აღნიშნულის შესახებ განცხადება რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ გააკეთა, რიომელიც დღეს ბათუმში ALLIANCE PALACE-ს სტუმრობდა, სადაც სამომავლოდ Courtyard Marriott-ის ბრენდის სასტუმრო განთავსდება.

 

დავით ბალაძე სამშენებლო მოედანს Marriott International-ის ევროპის რეგიონის ფრანჩიზის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტთან ფილ ანდრეოპულოსთან ერთად სტუმრობდა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბათუმში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის Courtyard Marriott-ის შემოსვლა რეგიონისთვის დიდი წარმატებაა.

„Sheraton-ის, Radisson-ის, Hilton-ისა და სხვა წამყვანი საერთაშორისო ბრენდების შემდეგ, ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკას კიდევ ერთი მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდი უცხადებს ნდობას, რაც რა თქმა უნდა ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.ეს ყველაფერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რეგიონის ეკონომიკა სწორი მიმართულებით, თანამედროვე სტანდარტებით ვითარდება. მოხარული ვარ, რომ დღეს კომპანიის ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობს ბათუმს. ჩვენ გავეცანით სამშენებლო პროცესს და ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის პერპექტივებზე.

გარდა იმისა რომ პროექტი აჭარაში 40 მლნ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს, Courtyard Marriott-ის შემოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აჭარა წლიდან წლამდე იზრდება და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი დინამიურად განვითარებადი რეგიონია, რომლისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება.რა თქმა უნდა თითოეული მსგავსი პროექტი სამუშაო ადგილების გაჩენას უწყობს ხელს, რაც ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მშენებლობის პროცესში ჯამში 1200, ოპერირების ეტაპზე კი 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება“, აღნიშნა დავით ბალაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო Courtyard Marriott-ი ALLIANCE PALACE-ს 41 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის 6 სართულზე განთავსდება.

სასტუმრო შესრულებული იქნება Courtyard-ის დიზაინის მიხედვით და შესაბამისობაში იქნება სასტუმრო ინდუსტრიის ყველაზე მაღალ სტანდარტებთან, რომლებსაც უკვე მრავალი წელია წარმატებით აკმაყოფილებს მერიოტ ინტერნეშენალი.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 18 დეკემბერს, „ალიანს ჯგუფსა“ და Marriott International-ს შორის გაფორმდა ფრანშიზის ხელშეკლერულება რომლის თანახმადაც ბათუმში Courtyard Marriott-ის სასტუმრო გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და 30 თვე გაგრძელდება.კომპლექსი უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანი რესეფშენითა და კონსიერჟის სერვისით, დაცვით, დასუფთავების მომსახურებით და ასევე მაღალი კლასის ინფრასტრუქტურით ღია და დახურული საცურაო აუზებით, რესტორნებით, ფიტნეს ცენტრით, კაზინოთი და მრავალი სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge