png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში და მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველო თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობს

  • საზოგადოება
  • 25.11.2021
  • 18:49
"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში და მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველო თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობს

"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში, მწერალთა სახლის ორგანიზებითა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოსთან პარტნიორობით, საქართველო პირველად მონაწილეობს თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.

25-28 ნოემბერს მიმდინარე ბაზრობაზე, საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამითაა წარმოდგენილი:

•    26 ნოემბერი - ლაშა ბუღაძის რომან „ლიტერატურული ექსპრესის“ ბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია.
მოდერატორი: ანა რუცი („ათენი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“).
•    26 ნოემბერი - ბერძენი გამომცემლებისთვის ქართული ლიტერატურის გაცნობა. მომხსენებელი: მაია დანელია (მწერალთა სახლი).
•    27 ნოემბერი - „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების პრეზენტაცია. მომხსენებელი: თამარ თოფურიძე („თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“).
•    27 ნოემბერი - პაატა შამუგიას პოეტურ კრებულ „შიზოგადოებას“ ბერძნულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია.
მოდერატორი: მთარგმნელი ეკატერინე ჯანაშია.

თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტენდის სტუმრები გაეცნობიან უახლეს ქართულ გამოცემებსა და ქართული ლიტერატურის უცხოენოვან თარგმანებს, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის გამოცემებს ელინისტიკის სფეროში. თესალონიკის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით წარდგენა, ხელს შეუწყობს ბერძნული და ბალკანეთისპირეთის გამომცემლობების დაინტერესებას ქართული ლიტერატურითა და მთარგმნელობითი პროცესის გაძლიერებას.

"თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge