png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

„ოცნება“კიდევ ერთხელ ცდილობს, მოატყუოს ჩვენი მოქალაქეები და მუნიციპალური ბიუჯეტები საკუთარ სურვილებს მოარგოს - მიხეილ დაუშვილი

  • პოლიტიკა
  • 26.11.2021
  • 12:52
„ოცნება“კიდევ ერთხელ ცდილობს, მოატყუოს ჩვენი მოქალაქეები და მუნიციპალური ბიუჯეტები  საკუთარ სურვილებს მოარგოს - მიხეილ დაუშვილი

მოვუწოდებთ „ოცნებას“, დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და შეაჩეროს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი ახალი საკრებულოების მოწვევამდე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნებამ“ ახალი საკრებულოების შეკრებამდე დაიწყო მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი და საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენ საზოგადოებას ვაცნობეთ, რომ „ოცნებამ“ ჩვენი მოქალაქეების ნების და გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ ახალი საკრებულოების შეკრებამდე დაიწყო მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი. გუშინ ოცნებამ უკვე დაამტკიცა 2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტი მაგალითად რუსთავში, გურჯაანსა და ლანჩხუთში. დღეს ბიუჯეტს ამტკიცებენ და ანალოგიურ პროცესს აგრძელებენ ზუგდიდში,ბათუმში, ჩხოროწყუში, სენაკში და ეს ყველაფერი ხდება ახალი საკრებულოების შეკრებამდე, ძველი საკრებულოების მეშვეობით.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ არაერთი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის, მათ შორის ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის და ა.შ. მართვა უნდა განხორციელდეს ძალთა ბალანსის საფუძველზე. შესაბამისად, ჩვენმა მოქალაქეებმა ოცნებას ჩამოართვეს უფლება და პრივილეგია, რომ ერთპიროვნულად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები.

ამასთანავე, თითოეულ ზემოხსენებულ მუნიციპალიტეტში ჩვენმა მოქალაქეებმა პარტიას „საქართველოსთვის“ მიანიჭეს ე.წ. ოქროს გასაღები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გადამწყვეტი ხმის უფლება მისცეს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქის გადაწყვეტილება არის ოცნების ერთპარტიული მმართველობის დასრულება და ძალაუფლების დაბალანსება“ - განაცხადა დაუშვილმა.

მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია „ოცნების“ ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად.

“ოცნებას“ დაავიწყდა, რომ ხელისუფლების და ძალაუფლების წყარო არის ხალხი და დემოკრატია სწორედ ხალხის მმართველობაზეა დაფუძნებული. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს უკვე ორგანიზაცია „ოცნების“ ერთადერთი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. რა პროცესშიც ზიანდება ჩვენი მოქალაქეების და სახელმწიფოს ინტერესები, თუმცა, როგორც ადამიანი, ასევე სახელმწიფო, „ოცნებისთვის“ - სახელისუფლებო პარტიისთვის უკვე მეორე და მესამეხარისხოვანი გახდა.

ამ პროცესში „ოცნება“ მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და რა თქმა უნდა ბერკეტად იყენებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც ფორმალური პროცედურების გამოყენებით გააჭიანურა ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოების პირველი სხდომების მოწვევის პროცესი.

მოქალაქეები რომ ადარდებდეს დღეს „ოცნება“ ყველაფერს უნდა აკეთებდეს ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების დასტაბილურებისათვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, კოვიდის სწორად მართვისთვის, იმისათვის, რომ არ ვიყოთ პირველ ადგილზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით. და ამ ყველაფრის ნაცვლად „ოცნება“კიდევ ერთხელ ცდილობს, მოატყუოს ჩვენი მოქალაქეები და მუნიციპალური ბიუჯეტები ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგების ნაცვლად, საკუთარ სურვილებს მოარგოს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ოცნებას“, რომ შეწყვიტოს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება, დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას და შეაჩეროს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცების პროცესი ახალი საკრებულოების მოწვევამდე.“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge