png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ლუკაშენკა გერმანიას მოუწოდებს, წაიყვანოს მიგრანტები

  • მსოფლიო
  • 26.11.2021
  • 14:03
ლუკაშენკა გერმანიას მოუწოდებს, წაიყვანოს მიგრანტები

ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომელიც პოლონეთის საზღვართან ჩავიდა, გერმანიას, მოუწოდა წაიყვანოს მიგრანტები თავის ქვეყანაში.

„აქ არიან ადამიანები, რომლებსაც თავიანთ ოჯახებთან გაერთიანება სურთ, წაიყვანეთ ისინი თქვენთან, ეს გერმანიისთვის დიდი დატვირთვა არ არის, მაგრამ ამას პოლონელები ბლოკავენ“,  - განაცხადა ლუკაშენკამ ბელარუს-პოლონეთის საზღვრის გამშვებ პუნქტთან.

მისი თქმით, პოლონეთს თავისი პრობლემებისგან ყურადღების გადატანა სურს. „პოლონეთის ხელისუფლებამ ჭკუა დაკარგა, დაკარგა რეალობის შეგრძნების უნარი. პატივცემულო პოლონელებო, მოიყვანეთ გონზე თქვენი პოლიტიკოსები“, - თქვა ლუკაშენკამ.

მისი თქმით, ბელარუსში, 2-ათასიანი ბანაკის გარდა 5 ათასამდე მიგრანტი იმყოფება.

 „აქ სხვადასხვა ადამიანია. მაგრამ თქვენ ერთი საერთო პრობლმა გაქვთ. თქვენ უბდურება დაგატყდთ თავს. დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც თქვენ გსურთ, თუნდაც ეს ცუდი იყოს პოლონელების, ლატვილებისა და სხვებისთვის. ვისაც სახლში დაბრუნება უნდა, დავეხმარებით. მაგრამ ძალას არ დავატანთ. ეს თქვენი უფლებაა“, - დასძინა ლუკაშენკამ.  

საზღვარზე კრიზისი 8 ნოემბერს გამწვავდა. რამდენიმე ათასი ადამიანი ბელარუსის მხრიდან პოლონეთის საზღვარს მიაწყდა. ზოგიერთმა მათგანმა პოლონეთის ტერიტორიაზე მოხვედრა სცადა და გაარღვია ეკლიანი მავთულხლართები. დაპირისპირების შედეგად დაშავდა 20-მდე პოლონელი მესაზღვრე. მიგრანტებს ამ დრომდე პოლონეთის საზღვართან კარვები აქვთ გაშლილი და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

ევროკავშირი მინსკს კრიზისის განზრახ ესკალაციაში ადანაშაულებს. ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში დამნაშავე თავად დასავლეთის ქვეყნებია, რომელთა ქმედებების გამო ადამიანები ომს გაურბიან და ევროპაში მოხვედრას ცდილობენ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ გნაცხადა, რომ მთავრობა მიგრაციული კრიზისის ფონზე მზად არის ბელარუსის მიმართ სანქციები გაამკაცროს, მათ შორის სრულად ჩაკეტოს სასაზღვრო პუნქტები ბელარუსიდან სატვირთო გადაზიდვების შეწყვეტის მიზნით.

ევროკავშირმა მიგრანტების კრიზისის გამო ბელარუსის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტი მოამზადა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge