png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კორონავირუსის ახალი შტამი ევროპაშიც გამოვლინდა

  • მსოფლიო
  • 26.11.2021
  • 19:27
კორონავირუსის ახალი შტამი ევროპაშიც გამოვლინდა

კორონავირუსის ახალმა შტამმა B.1.1.529, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, ევროპის ტერიტორიაზეც შეაღწია.

ევროპაში ახალი შტამის პირველი შემთხვევის გამოვლენის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

შტამი უცხოეთიდან ბელგიაში დაბრუნებულ მამაკაცს აღმოაჩნდა, ის 22 ნოემბერს დაავადდა. კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან შევიდა ბელგიაში ინფიცირებული ადამიანი არ არის ცნობილი.

მანამდე ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ისრაელში, სადაც დამატებით კიდევ ორ შემთხვევას იკვლევენ.

ახალი ვარიანტის გავრცელების აღსაკვეთად რამდენიმე ქვეყანამ მათ შორის, ბრიტანეთმა, ინდოეთმა, იაპონიამ, იტალიამ, გერმანიამ, ისრაელმა, სინგაპურმა, ფილიპინებმა, ესპანეთმა და ჩეხეთმა აფრიკის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს.

ბრიტანელი მეცნიერების ვარაუდით, რომელთაც განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს ვირუსის ახალ შტამს, ის შესაძლოა უფრო მეტად შემაშფოთებელი იყოს, ვიდრე დელტა შტამი, რადგან მას ბევრად მეტი მუტაცია აქვს. სამეფო კოლეჯის ვირუსოლოგი ტომ პიკოკი ამტკიცებს, რომ ამ სახეობას 32 მუტაცია აქვს, რაც ზრდის მის შესაძლებლობას, იყოს ბევრად გავრცელებადი და ვაქცინის მიმართ მედეგი.

მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ მუტაციების რაოდენობის გათვალისწინებით, ახალი შტამი შესაძლოა ბევრად უფრო გადამდები აღმოჩნდეს.

ამასთან, მეცნიერები იმასაც აღნიშნავეს, რომ მუტაციების ასეთი დიდი რაოდენობა შესაძლოა თავად ვირუსის წინააღმდეგაც მუშაობდეს, რადგან შესაძლოა, ის არასტაბილური გახადონ და ხელი შეუშალონ მის ფართო გავრცელებას.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ამ დროისთვის, ახალი შტამი გამოვლენილია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბოტსვანაში, ისრაელში, ჰონგ კონგსა და ბელგიაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge