საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 34.8% სრულადაა აცრილი
- საზოგადოება
- 28.11.2021
- 15:00
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 34.8% სრულადაა აცრილი.
მათივე ცნობით, სულ ჩატარებულია 2 152 380 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 144 894 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 40.3%.
სრულად ვაქცინირებულია 994 285 ადამიანი.
საქართველოში აცრა სინოფარმის, სინოვაკის და ფაიზერის ვაქცინებითაა შესაძლებელი. ფაიზერით ვაქცინაცია დასაშვებია 12 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 56 ადამიანი. საქართველოში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსს 11 927 ადამიანი ემსხვერპლა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200