primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 10 პირი

  • სამართალი
  • 30.11.2021
  • 12:47
 რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 10 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 10 პირი.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.რ. თელავში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის, ეზოს და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკისას, არარეგისტრირებული მცირეკალიბრიანი შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

1944 წელს დაბადებული პ.ე. კი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალქალაქში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 11 საბრძოლო ვაზნა.

რაც შეეხება 1983 წელს დაბადებულ ი.ი.-ს, იგი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის კუთვნილ საქონლის ფერმაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „მოსინის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლი იარაღი.

მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული კიდევ ერთი პირის -1977 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მ. მ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1957 წელს დაბადებული ე.ნ. მარტვილის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მდებარე ხის სათავსოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 83 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი ბრალდებულის - 1997 წელს დაბადებული გ.ფ. მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა, 1 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა.

კიდევ ერთი ბრალდებული - 1982 წელს დაბადებული გ.ჭ. მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მესტიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 23 საბრძოლო ვაზნა და შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.გ. ბათუმში დააკავეს. 
სამართალდამცველებმა ზ.გ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი , 2 მჭიდი და 16 საბრძოლო ვაზნა.

რაც შეეხება 1986 წელს დაბადებული გ.წ.-ს, იგი ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთში დააკავეს. ანალოგიური დანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი გ.წ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა.

ასევე, წარსულში ნასამართლევი პირი - 1992 წელს დაბადებული ლ.წ. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას 2 ცალი „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდები ამოიღეს.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ჩამოთვლილ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge